Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'სამწუხაროდ, მოიმატებს დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი, იმიტომ რომ ზამთარში განსაკუთრებით აქტიურდება 'ჩუმი მკვლელი',-რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

თარიღი : 28-10-2019, 11:23 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ზამთრის სეზონზე და არა მხოლოდ ზამთრის სეზონზე ხშირია უბედური შემთხვევები, რომელიც გათბობის საშუალებებს უკავშირდება. აცივებასთან და ტემპერატურის ვარდნასთან ერთად, საქართველოში ასიათასობით ოჯახში, გასათბობად დაინთება ე.წ. "კარმები", შეშის ფეჩები, ბუხრები, წყლის გასაცხელებლად უფრო დიდხანს იმუშავებენ ე.წ. "კალონკები".
რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები? აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რჩვებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები გვიზიარებენ.

"რომ არ გავხდეთ მსხვერპლი, უნდა ვიცოდეთ მისი ცნობა. მისი სახელია CO! ეს ორი ლათინური ასო აღნიშნავს მის ქიმიური ფორმულას, მას ჰქვია Carbon Monoxide ქართულად-ნახშირბადის მონოქსიდი, ხოლო ყოველდღიურ ყოფაში მას ეძახიან მხუთავ გაზს, ან მარტივად-CO. ეს არის ძლიერ მომწამვლელი გაზი, რომელსაც არ აქვს სუნი, ფერი და გემო, რის გამოც მას უწოდებენ ჩუმ მკვლელს. მისი აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სენსორების მეშვეობით. ხოლო ადამიანი ხვდება მის არსებობას მაშინ, როდესაც უკვე გვიანია. CO გამოიყოფა ბუნებრივი გაზის, შეშის, ქვანახშირის, ნავთობპროდუქტის (ბენზინი, დიზელი, ნავთი) და ნებისმიერი მყარი ნივთიერების წვის შედეგად. უზარმაზარი რაოდენობით CO გამოიყოფა ხანძრის დროს. შედეგად, ადამიანების დაღუპვის ერთერთი ძირითადი მიზეზი ზუსტად ის არის.

CO-ს იყენებდნენ გერმანული SS და საბჭოთა НКВД პატიმრების გასაგუდად: ავტომობილის ფურგონში, რომლითაც გადაჰყავდათ პატიმრები, რეზინის შლანგით უშვებდნენ მანქანის გამონაბოლქს, რომელიც შეიცავს ძალიან ბევრ CO. ამ გაზის შესუნთქვისას რამდენიმე წუთში ხდება თავის ტვინში ჟანგბადის მიწოდების ბლოკირება და ადამიანი იგუდება. CO-ს არ აქვს სუნი, ფერი და გემო, რაც ძალიან ართულებს საქმეს,"-აცხადებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.

რა ნიშნებით უნდა მივხვდეთ რომ ჩუმი მკვლელი ახლოსაა?
1. იწყება თავის ტკივილი, რომელიც თანდათან ძლიერდება
2. ადამიანი გრძნობს სისუსტეს, მას ეძინება
3. ადამიანს სცივა, აკანკალებს
3. იწყება გულის რევა და ღებიინება
4. ადამიანი კარგავს გონებას და რამდენიმე წუთში კვდება.

რა ვქნათ?

1. სასწრაფოდ დავტოვოთ ის ადგილი და გავიდეთ ქუჩაში, ჰაერზე. თუ ეს შეუძლებელია, გავაღოთ ყველა ფანჯარა და კარები, გავაკეთოთ ორპირი
2. დავრეკოთ 112 და გამოვიძახოთ სასრაფო სამედიცინო დახმარება
3. მათ მოსვლამდე ვეცადოთ ვიყოთ მშვიდად, არ ავყვეთ პანიკას და ვისუნთქოთ. თუ არ დაგვიკარგავს გონება - ესე იგი გადავრჩით!
საიდან ჩნდება ეს გაზი?
ის წარმოიქმნება გაზის და შეშის ფეჩში, ბუხარში, წყლის გამაცხელებელში, ავტომობილის ძრავში საწვავის წვის შედეგად. და თუ საკვამული მოშლილია, გაჭედილია, გახვრეტილია ან საერთოდ არ არის-ატმოსფეროს მაგივრად CO იწყებს დაგროვებას ოთაში. და თუ დაკეტილია ფანჯრები, ოთახში ვერ შემოდის გარედან ჟანგბადი, ჩუმი მკვლელი ძალიან სწრაფად იწყებს მოქმედებას, ამიტომაც, დაიმახსოვრეთ:

- ნუ ათბობთ ოთახს ანთებული გაზქურით. თუ სხვა გამოსავალი არ გაქთ, შეაღეთ ფანჯარა და შემოუშვით ჰაერი. არ დაიძინოთ ასეთ ოთახში და ნუ ამყოფებთ ბავშვებს;
- თუ წყლის გასაცხელებლად იყენებთ ე.წ. "კალონკას", არ გაუკეთოთ გოფრირებული საკვამური, ის ადვილად იხევა და უშვებს ოთახში CO-ს. მუდმივად აკონტროლეთ საკვამური, რომ არ იყოს რამით გაჭედილი. მაგალითად ჩიტებს იზიდავს სითბო და უყვართ ბუდის გაკეთება ასეთ მილებში. გამაცხელებლის გამოყენებისას, აუცილებლად შეაღეთ ფანჯარა ან გააღეთ სარკმელი "ფორტოჩკა";
- თუ გაქვთ შეშის ფეჩი ან ბუხარი, აკონტროლეთ წევა საკვამულში. სანამ დაიწყებთ ფეჩის გამოყენებას გაწმინდეთ მილი, კარგად დაათვალიერეთ, თუ კედლები აქვს გათხელებული ან გახვრეტილი, აუცილებლად დააყენეთ ახალი;
- თუ თბებით "კარმით" ან მსგავსი მოწყობილობით, აკონტროლეთ საკვამული, ის უნდა იყოს სრულიად თავისუფალი უცხო საგნებისგან, ნაგვისგან. არ გამოიყენოთ გოფრირებული მილები;
- დახურულ ავტოფარეხში ნუ ამუშავებთ ავტომობილის ძრავს! არ დაიძინოთ დაქოქილ მანქანაში;
- ხშირად ანიავეთ ოთახები, შემოუშვით სუფთა ჰაერი, CO-ს მტერი ჰაერია!;

ერთიც, CO ხშირად ერევათ ბუნებრივ გაზში, რომელიც ადვილად იწვის, ფეთქდება და აქვს საშინელი, მყრალი სუნი. ეს სხვადასხვა გაზებია! მყრალი გაზი რომ იწვის, მერე ჩნდება CO.


ნანახია: 240-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რეგიონებში გაზი ძვირი ღირს და ამიტომ შეშაზე მოთხოვნა მაღალია.
'წელიწადის ყველა სეზონზე კარ-ფანჯარა ღია მაქვს, ვერ ვხურავ, მეშინია ღამე არ გავიგუდო,'-ბუხაიძის ნომერ 11 ბინაში მცხოვრები მზია
ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის ავტომობილი არა მხოლოდ კომფორტთან და გადაადგილების საშუალებასთან, არამედ ხარჯთანაც ასოცირდება, მით

ამინდი