Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისში შენობა, სადაც ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონები იზრდებოდნენ, ბოსელად ადააქციეს"

თარიღი : 26-10-2019, 12:43 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ გოგი წულაიმ ბრიფინგი ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე მორიგ მიტოვებულ შენობასთან გამართა. მისი თქმით, აღნიშნული შენობა წლების წინ სპორტული დარბაზი იყო, სადაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები ვარჯიშობდნენ, ახლა კი დანგრეულია და საქონლის სადგომად არის ქცეული. წულაიას თქმით, მილიონობით ლარის ქონება ნადგურდება, ხელისუფლება კი უმოქმედოდაა.

„ესაა ხელისუფლების უპასუხისმგებლობა, როდესაც ქუთაისის ტერიტორიაზე 10, 20 და თუნდაც 1000 ლარის კი არა, ასობით მილიონი ლარის უძრავი ქონება ნადგურდება. ეს იმ დროს ხდება, როდესაც შიმშილისგან ათასობით ბავშვი იღუპება საქართველოში. რაც შეეხება ამ შენობას, სადაც მე ახლა ვდგავარ, აქ იყო სპორტდარბაზი, სადაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, ასობით წარმატებული ადამიანი ვარჯიშობდა. მიშას დროს აქ ჩემპიონატიც ჩატარდა ჩვეულებრივად, მეორე დღეს კი აიპიდან მერიაში წერილი მივიდა, შენობა ავარიულია, აქ ვარჯიში აღარ შეიძლება და გაყიდეთო. გამოყარეს აქედან ის ბავშვები, რომლებიც ვარჯიშობდნენ. როგორც ვიცი, მერე ჩინელებმა იყიდეს. 10 წელი გავიდა და შეხედეთ ახლა რას გავს აქაურობა. ღამის საათებში ცხვრებსა და საქონელს აქ მოდენიან და აბავენ. ანუ ქალაქში, ერთ-ერთი შენობა, სადაც ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონები იზრდებოდნენ, გადააქციეს ბოსელად. ცხვრებისა და ძროხების ნახვა ვისაც გინდათ, მოდით აგერ.
https://i.postimg.cc/YqyHS6qd/cxvrebi.jpg
მე მგონი უკვე მეშვიდე მიტოვებული შენობაა, სადაც ბრიფინგს ვმართავ. მერია რას ფიქრობს არ ვიცი. ხალხი შიმშილობს და ამ მილიონობით ლარის შენობებს ესენი რიონს ატანენ. მიხედეთ! გაყიდულია? კერძოა? აიძულეთ ის პირები გააკეთოს, გაასხვისოს, რამე ქნას. თუ შენია ან დაანგრიე და სხვა რამე ააშენე, შეიძლება ათი წელიწადი ასე იდგეს და მერე რომ ჩამოინგრეს და ვინმე მოიყოლოს? თუნდაც ამ ცხვრებსა და ძროხებს რომ დაეცეთ აგური, ამათ მაინც რას ვერჩით?“ - ამბობს გოგი წულაია.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 276-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი