Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა სამუშაოებს მოიცავს ავანგარდში, სულხან-საბას გამზირის რეაბილიტაცია

თარიღი : 23-10-2019, 13:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის ღირებულება 3 მილიონ 425 ათას ლარს შესადგენს.

რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ტროტუარები, განათებები და. ა.შ.

პროექტის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვრის თვეში უნდა დასრულდეს.

„ავანგარდის დასახლებაში ვაკეთებთ მეორე ზოლს და გადასასვლელს ნიკეაზე. ძველი  გზა სადაც არის, იქედან გადავდივართ და  ვუერთდებით ნიკეას გადასასვლელს. წყალარინებას ვაკეთებთ, ასევე ტროტუარებს. შუა გამყოფი ზოლი იქნება, ოღონდ ცოტა პატარა, 80 სანტიმეტრიანი. ვაკეთებთ განათებებსაც და ა.შ. სამუშაოები დაახლოებით ერთი თვის დაწყებულია. დამთავრების ვადა იანვარია, თუმცა ამინდებმაც უნდა შეგვიწყოს ხელი. ზამთრის პერიოდია და თუ მოთოვა, სამუშაოების გახანგრძლივება შეიძლება დაგვჭირდეს. რაც მთავარია, ავანგარდის დასახლებას რასაც ვუძახით ჩვენ, ეს ყველა ვარიანტში დამთვრდება და გადასასვლელები უკვე იანვრის თვეში. ორ კვირაში ასფალტის დაგებაც შეიძლება დავიწყოთ. სამუშაოების ღირებულება 3 მილიონ 425 ათასი ლარის ფარგლებშია,"-აცხადებს აჭარისა და აფხაზეთის საავტომობილო რესპულბიკებისა და დასავლეთ საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებული პროექტების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ბაქარ ჭეიშვილი.

ცნობისთვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისში სულ 10 ქუჩის რეაბილიტაციას განახორციელებს.


ნანახია: 218-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის რეგიონში 2017 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 11 სახიდე გადასასვლელს, დღეის მონაცემებით უკვე დასრულებულია 8 ხიდის
ამ დროისათვის სამუშაოების ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მიმდინარეობს.
ქუჩის სრული განახლების შედეგად გაუმჯობესდება ავტოსატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა, რაც ქალაქს არსებული ხერგილებისგან განტვირთავს და

ამინდი