Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი მივლინებით რიგაში იმყოფება

თარიღი : 23-10-2019, 13:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ოფიციალური ვიზიტით რიგაში იმყოფება. ქალაქის მერიის ინფომაციით, გიორგი ჭიღვარიასთან ერთად, რიგაში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ხელმძღვანელები და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იმყოფებიან.

"ქართულ დელეგაციას, თავდაპირველად, ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული მმართველობების ასოციაციაში (LALRG) უმასპინძლეს. სტუმრებს ცენტრალურ მთავრობაზე, ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის არსებულ სისტემაზე, მათ შორის საბიუჯეტო ურთიერთობებსა და მთავრობათა დაფინანსების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. 

ქართული მხარე ლატვიის პარლამენტის (სეიმი) წარმომადგენლებსაც შეხვდა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გაეცნო. სხვა თემებთან ერთად, საუბარი შეეხო ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის პრინციპებს, მიგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებში განხორციელებულ რეფორმებს.

ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია რიგის ქალაქის განვითარების დეპარტამენტისა და ქვეყნის რამდენიმე მუნიციპალიტეტის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე ლატვიაში საქართველოს ელჩთან გამართავს შეხვედრებს,"-ნათქვამია მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 191-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქართული დელეგაციის წევრები აქტიურად მართავენ შეხვედრებს, როგორც სახელმწიფო უწყებებთან ასევე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.
პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 21-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით ქუთაისის მერი პარლამენტის წევრებთან, ადგილობრივი
სტუმრები სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელებისათვის ქუთაისის საინვესტიციო გარემოს გაეცნობიან.

ამინდი