Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ქუთაისელებო, რამ დაგვამათხოვრა, შევუწყოთ რამენაირად ხელი ჭიღვარიას, რომ ჯიპი იყიდოს,’- გოგი წულაიას მიმართვა ქუთაისის მოსახლეობას

თარიღი : 22-10-2019, 10:35 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე, ყოფილი კინოთეატრ „სულიკოს“ წინ, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ გადათხრილი გზა გააპროტესტა. მისი თქმით, აღნიშნული ქუჩა ახლადრეაბილიტირებულია, თუმცა წყლის მილის დაზიანების გამო, კვლავ გადათხარეს. გოგი წულაია ამბობს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების უხარისხოდ განხორციელება ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე ტენდეციად ექცა.

„მინდა გითხრათ , რომ ჩვენi ქალაქის მერმა 70 000 ლარიანი ჯიპი დაუკვეთა. პირველი ტენდერი ჩავარდა, ამიტომ 12 000 ლარი დაამატა, რომ ჯიპი იყიდოს. ვეკითხები ახლა, რა დამსახურებისთვის, რატომ? მეტი არაფერი აინტერესებს ახლა მაგას. არა და ახლა ვარ ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოპირდაპირე მხარეს. ერთი კვირის დაგებული ასფალტი, შეიძლება არცაა მაგდენი დრო გასული, აყარეს. გასკდა თურმე ტრუბა. მთელი ქალაქი ასეა გაკეთებული. ინფრასქტუქტურის მინისტრს , ქალბატონ მაიას მივმართავ, პოლიტიკურ წიაღსვლებს რომ აკეთებთ, ხართ ერთ ამბავში, პოლიტიკას თავი დაანებე და ინფრასტრუქტურას მიხედე. რა არის ახლა ეს? რა ქვია ამას? ამ გადათხრილს, სახელი მითხარით , არ მინდა მეტი არაფერი. ზედმეტი რამდენი ათასი ლარი გადაიყარა დღეს, გუშინ, გუშინწინ. რამდენი ათასი გადაიყრება ხვალ და ზეგ? ვეკითხები ქალბატონ მაიას. ჭიღვარიაზე უკვე საუბარი აღარ მაქვს, მთავარია ბაღანამ ახლა იყიდოს ჯიპი. მთავარი არის ეს, რამენაირად შევუწყოთ ხელი ქუთაისელებო, რა იყოთ,რა გჭირთ, რამ დაგვამათხოვრა კაცო , ბაღანას ჯიპი ვუყიდოთ,“-ამბობს გოგი წულაია.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 348-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს აპროტესტებს და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს 'თავისუფალი

ამინდი