Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"აქციაზე შვილთან ერთად მიზანმიმართულად ვარ მოსული. ვფიქრობ, ჩემი შვილის თაობაზე დგას საქართველოს მომავალი და არ მაქვს დასათმობი არც ერთი მეტრი"

თარიღი : 21-10-2019, 19:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"არა რუსეთის ოკუპაციას," "მე ვიცავ ჩემს მიწას," "აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი ტკივილია," "ისეთი სიჩუმეა თითქოს სხვისი ატოცი მიაქვთ, გაიღვიძეთ!"- ამ მოწოდებებით ქუთაისის მესხიშვილის თეატრის წინ აქცია მიმდინარეობს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ატოცში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ.

"ვაპროტესტებ არაკანონიერ მოქმედებებს რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართულებით. კონკრეტულად ატოცში მიმდინარე პროცესებს, რომელიც ასე მწვავედ დგას დღეს. აქციაზე შვილთან ერთად მიზანმიმართულად ვარ მოსული. ვფიქრობ, რომ ჩემი შვილის თაობაზე დგას საქართველოს მომავალი და არ მაქვს დასათმობი არც ერთი მეტრი, მით უმეტეს რომ ვარ მშობელი და ვგრძნობ მეტ პასუხისმგებლობას. ჩემი შვილის წილი მიწა უნდა დავიცვა. ვფიქრობ, ეს აქცია თავის სათქმელს იტყვის,"-ამბობს სტუდენტი ნინო იობაშვილი.

"ვაპროტესტებ რუსულ ოკუპაციას და დღევანდელ მდგომარეობას ატოცში. მივმართავთ ჩვენს პოლიციას, შეწყვეტონ რუსული სატელიტის მიერ გაცემული ბრძანებების შესრულება და დაემორჩილონ ხალხის ნებას. თუ თავად ვერ იცავენ ტერიტორიებს, მაშინ ჩვენ გვაცადონ,"- აცხადებს მიხეილ გეგეშიძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 426-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საპროტესტო აქცია დღეს, მესხიშვილის თეატრის წინ 18:00 საათზე დაიწყება.
"არა მცოცავ ოკუპაციას", ამ დევიზით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დვანში აქციას გამართავენ.
"არა მცოცავ ოკუპაციას", ამ დევიზით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ
აქციის მონაწილეების თქმით, მათი შეკრების მთავარი მიზანი იმ გმირების გახსენებაა, რომლებიც 25 თებერვალს, რუსეთის მიერ საქართველოს

ამინდი