Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მატჩები გულშემატკივრების გარეშე-რის გამო დასაჯეს ქუთაისის საკალათბურთო კლუბი

თარიღი : 21-10-2019, 16:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სუპერლიგის ახალი რეგულარული გათამაშების პირველ ორ საშინაო შეხვედრას „ქუთაისი 2010" საკუთარ არენაზე მაყურებლის გარეშე ჩაატარებს. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2019 წლის 31 მაისს ქუთაისის სპორტის სასახლეში „ქუთაისი 2010“-სა და „დელტას“ შორის სუპერლიგის ფინალური მატჩის დროს, დარბაზში ადგილობრივ ქომაგთა მხრიდან ადგილი ჰქონდა უწესრიგობას. მათ მსაჯებისა და ფედერაციის წარმომადგენლების მიმართულებით ბოთლები და სხვადასხვა ნივთები ისროლეს. თუ მომავალში მაყურებლის მიზეზით რაიმე დისციპლინარული სახის დარღვევა მოხდება, პირველ სანქციას (ორი საშინაო შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე) ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციაც დაემატება,“- წერია განცხადებაში.

საკითხთან დაკავშირებით იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge “ქუთაისი 2010“-ის მწვრთნელს კოტე ტუღუშსაც დაუკავშირდა.

„წინა სეზონში, როგორც გახსოვთ, მეხუთე გადამწყვეტი თამაში ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩატარდა. სამწუხაროდ, ეს თამაში დავთმეთ და „დელტამ“ მოიპოვა ჩემპიონობა. ამის შემდეგ უკმაყოფილო გულშემატკივრების არასპორტული საქციელის გამო, როგორც ეს ფედერაციის წერილშია აღნიშნული, ჩვენს გუნდს დაეკისრა სანქცია. ორი საშინაო მატჩის ჩატარება მოგვიწევს გულშემატკივრების გარეშე. პირობითი გვაქვს, თუ ასეთი რამ კიდევ განმეორდება, სასჯელი ბევრად უფრო მძიმე იქნება,“-აცხადებს კოტე ტუღუში.

მომდევნო თამაში 25 ოქტომბერს, 18:30-ზეა ჩანიშნული, სადაც „ქუთაისი 2010“ თსუ-ს, გულშემატკივრების გარეშე დაუპირისპირდება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი



ნანახია: 167-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის სპორტის სასახლეში, საკალათბურთო სუპერლიგის მეორე წრის პირველი ტურის შეხვედრა ცარიელ დარბაზში ჩატარდა.
გადამწყვეტი შეხევდრა 30 მაისს, ქუთაისის სპორტის სასახლეში 19 საათზე გაიმართება.
საქართველოს ჩემპიონის ვინაობა ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
სუპერლიგის ფინალური სერიის პირველი მატჩი 'ქუთაისი 2010'-ის გამარჯვებით დასრულდა.
საკალათბურთო კლუბების შეხვედრა 18:30 საათზეა ჩანიშნული.

ამინდი