Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“არ მინდოდა, როგორც გავრილოვს დაუშინეს კვერცხები, ისე მოქცეოდნენ აქ ჩამოსულ მსახიობებს”

თარიღი : 21-10-2019, 15:44 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„და რა მერე? თავისი შემოქმედებით თქვეს სათქმელი და წავიდნენ…“ - ასე გამოეხმაურა მესხიშვილის თეატრის მსახიობი ენდი ძიძავა ქუთაისში, მოსკოვის თეატრის გასტროლს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge მსახიობს დაუკავშირდა. მისი თქმით, მოსკოველი თეატრალების გავრილოვთან გაიგივება შეცდომაა, რადგან პოლიტიკური თამაშები და შემოქმედებითი მოღვაწეობა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.

„მე სრულებით არ ვიცოდი რა ხდებოდა, რადგან ჩემს საქმეზე თბილისში ვიმყოფებოდი. გზაში ვიყავი, როდესაც დამირეკეს, თქვენს თეატრში რა ხდება, ტელევიზიები აშუქებენო. ვუპასუხე, გავრილოვთან ვერ გავაიგივებ ჩემს კოლეგებს-თქო იმიტომ, რომ მაშინ იქ იყო პოლიტიკური ბინძური თამაში და რაც მოყვა ყველაფერ ამას, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ესენი კი შემოქმედი ადამიანები არიან, თავისი შემოქმედებით გამოხატავენ სათქმელს. ჯერ უნდა გაარკვიოს საზოგადოებამ ვინ არის ის კაცი, ვინც ჩამოსული იყო, რამხელა პროტესტები აქვს მას თავის ხელისუფლებისადმი და შემდეგ გააპროტესტოს. სხვათაშორის აქედან უკრაინაში წავიდნენ გასტროლით და იმ დღეს ზუსტად ნობელის პრემიაზე წარდგენილი ქალბატონის პიესა თამაშდებოდა. ვისი პიესაც იყო ის ადამიანი, პუტინისთვის მიუღებელია.

გუშინდელ სპექტაკლზე შეგნებულად მივედი და დავესწარი, მაინტერესებდა რას გააკეთებენ, ვინაიდან უკვე ქუთაისში ვიყავი ჩამოსული. გაჟღერდა ვისოცკი და ვისოცკი რომელ ქვეყანაში და რომელ წლებში იყო ნომერ პირველი მსახიობი, რომელიც თავისი სიტყვით თავისუფლებას ღაღადებდა და ამის გამო რეპრესიებს განიცდიდა სულ. ყველამ კარგად ვიცით. ნაწყვეტი იყო ისეთი, რომელიც ყველას, მათ შორის ჟურნალისტებს უნდა ენახათ. ერთი ნაწყვეტი თვითონ დამდგმელმა რეჟისორმა ითამაშა გუშინ, რა გააკეთა და რა თქვა ამით, უნდა გენახათ. ამასთან, ტიციან ტაბიძის დახვრეტასთან დაკავშიებით რუსი პოეტის ლექსი ადგილზე წაიკითხა და ამ ფორმით გამოხატა გარკვეული პროტესტი. სწორედ მოსკოვის თეატრის რეჟისორმა თქვა, პირადად მე განვიცდი სირცხვილის გრძნობასო. ამ ყველაფრის შესახებ რომ მქონდა ინფორმაცია, არ მინდოდა, როგორც გავრილოვს დაუშინეს კვერცხები ( დასაშენი იყო), ისე მოქცეოდნენ აქ ჩამოსულ მსახიობებს. ამ ემოციაზე გავაკეთე ის განცხადება, რომ გავრილოვთან ვერ შეძლებთ ჩემი რუსი კოლეგების გაიგივებას-თქო. ისეთი ინფორმაციები მქონდა ტელეფონით, გზაზე რომ მოვდიოდი, მოველოდი რაღაც საშინელება დატრიალდებოდა. თორემ რუსეთი ოკუპანტი რომაა , ამაზე ორი აზრი არ არსებობს,”-აცხადებს ენდი ძიძავა.

ცნობისთვის, მოსკოვის „ნიკიტკის კარიბჭის“ თეატრი ქუთაისში 19-20 ოქტომბერს გასტროლით იმყოფებოდა. ორი დღის მანძილზე მესხიშვილის თეატრის სცენაზე მოსკოველმა თეატრალებმა რუსულენოვანი სპექტაკლები ითამაშეს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 441-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამხატვრო ხელმძღვანელის ვაკანტურ ადგილზე სამი კანდიდატურა იყო წარდგენილი: ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ამჟამინდელი
ენდი ძიძივა მსახიობებს და კულტურის სფეროს წარმომდგენლებს, გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

ამინდი