Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ნიკალას მიმალვა,'-ინოვაციური პროექტი ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში

თარიღი : 21-10-2019, 15:37 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში “თანამედროვე ხელოვნების ცენტრ -თბილისის" ინიციატივით გამოფენა, სახელწოდებით “ნიკალას მიმალვა” გაიხსნა.

“ნიკალას მიმალვა” ინოვაციური პროექტია, რომელიც კაკაბაძის გალერეაში კოლექციის ინოვაციურ წაკითხვას გულისხმობს. პროექტი ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელიც განსხვავებულია ტრადიციული საგამოფენო საქმიანობისგან და მოიაზრებს ახალი, ინოვაციური მიდგომების გამოყენებას გალერეაში დაცულ ექსპონატებთან და ზოგადად კოლექციასთან მიმართებაში.

პროექტის ინოვაციურობა სათაურიდანაც თვალნათელია, რომელიც გულისხმობს გალერეაში დაცული მთავარი ექსპონატის-ფიროსმანის ტილოს ერთგვარ “მიმალვას”, რაც გამოიხატება საფრანგეთში, ქალაქ არლში, ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში მხატვრის “სტუმრობით”. როგორც მოგეხსენებათ, ფიროსმანის ნამუშევრები ამჟამად ვან გოგის ფონდშია გამოფენილი.

გამოფენის ფაქტიურ ინვეტნარს წარმოადგენს არა მხოლოდ საცავებში დაცული კოლექცია, არამედ თვით საცავიც, თავისი აქსესუარებით, დოკუმენტაციით და ტექნიკით. გამოფენის მომზადების პერიოდში გალერეა და საცავი შემოქმედებით ლაბორატორიად გადაიქცა, სადაც ახალი, მოულოდნელი ურთიერთდამოკიდებულებები და შინაარსის განხსვავებული კლასიფიკაცია კოლექციასა და გალერეასაც ახალi სიცოცხლე შთაბერა.

გამოფენის მიზანია ექპერიმენტული და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში დაცული კოლექციის ახლებური გააზრება და მათი თანამედროვე პერსპექტივიდან შეფასება, ასევე, სახელოვნებო სივრცეებში ინტერაქციების შესაძლებლობების და პერსპექტივების გაჩენა.

პროექტი დაფინანსებულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო-ს მიერ კონკურსის “ხელოვნებაში ექსპერიმენტული ინოვაციური პროექტების ხელშეწყობის” ფარგლებში.

პროექტის მხარდამჭერები:

- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

- დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეა

- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია

- ა(ა)იპ "ქ.ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება"

გამოფენა 2019 წლის 19 ოქტომბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.


ნანახია: 127-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში გამოფენა მაისის ბოლომდე გაგრძელდება.
მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა ღია კარის დღეს
პროექტი საქართველოში უკვე 5 წელია რაც წარმატებით ხორციელდება.
18 იანვარს, ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" მმართველი რევაზ თედორაძე და

ამინდი