Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები,'-თერჯოლის სოფელში მოხუცებზე თავდასხმისა და მათი ცემის საქმე გაუხსნელია

თარიღი : 21-10-2019, 11:15 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თერჯოლის სოფელ ბარდუბანში, მოხუცების დაყაჩაღებისა და მათი ცემის საქმეზე, სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. გურჯიძეების ოჯახს, სადაც ორი ასაკოვანი ქალბატონი და და ასევე, ასაკოვანი ძმა ცხოვრობს, თავს სამი პირი ღამის საათებში დაესხა.

შემთხვევა 30 აგვისტოს მოხდა. უცნობი პირები ოჯახში ფულს ეძებდნენ. საუბარია იმ 1200 ლარზე, რომელიც მოხუცებმა ძროხის გაყიდვის შედეგად აიღეს. თავდამსხმელებმა, რადგან ფული ვერ ნახეს, გურჯიძეები, მათ შორის ლოგინად მყოფი ავადმყოფი სცემეს. სახლი კი მას შემდეგ დატოვეს, რაც გაიგეს, რომ ოჯახის ერთ-ერთი წევრი მეზობლის დასაძახებლად სახლიდან გაიპარა.

მომხდარის შემდეგ გურჯიძეებთან სამი მუნიციპალიტეტის-თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თუმცა ძალოვნებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

„ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს,“-აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტორს პრესსამსახურში.

 დანაშაული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 246-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქუთაისში თურქეთის ოფისი დააყაჩაღეს. ორი პირი ოფისში დღის მონაკვეთში, დაახლოებით 16:00 საათზე შევიდა.
სამართალდამცავები ქუთაისში ქურდობის ფაქტს იძიებენ.

ამინდი