Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქართული სული ცოცხალია,'-ჭიათურელებმა თბილისში ხელნაწერი 'ვეფხისტყაოსნის' პრეზენტაცია გამართეს

თარიღი : 20-10-2019, 20:40 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ჭიათურლებს უმასპინძლა. ღონისძიება „მ ო მ ა ვ ლ ი ს სხივი შეჰხარის ფ ე ს ვ ე ბ ს “ ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანს“ მიეძღვნა.

2016 წლის მაისში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერა. პროექტმა თითქმის მთელი საქართველო მოიცვა, გადაიწერა 1662 სტროფი.

ნაშრომი საზოგადოებამ უკვე იხილა- ჭიათურაში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეტრში მათ ხელნაწერი “ვეფხისტყაოსანი“ წარედგინათ და ასევე ღონისძიება -„მომავლის სხივი ახარებს ფესვებს“გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა წიგნის შექმნის ისტორია, ასევე წარსულისა და თანამედროვეობის ფესვების უწყვეტობაზე გვიამბეს.

ფართო რეზონანსული გამოძახილიდან გამომდინარე, წიგნის მორიგი პრეზენტაცია და ღონისძიება ამჯერად თბილისში ჩატარდა და მას ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ lგამახარია, პარლამენტის წევრი,ჭიათურის მაჟორიტარი სულხან მახათაძე, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე რევაზ მიშველაძე,საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარე ზვიად სეხნიაშვილი და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.

"დღესაც ზუსტად იგივე გრძნობა დამეუფლა, რაც ჭიათურაში, როცა ეს ღონისძიება ვნახე და გამიჩნდა სურვილი, ყველა რეგიონში ნახონ ეს ღონისძიება. ჩვენი სამშობლოს სიყვარულს კიდევ უფრო აცოცხლებს შოთას სულით აღვსილი ახალგაზრდების გამოსვლა და მე ბედნიერი ვარ,რომ ასეთი რამ ხდება,რაც კიდევ ერთი ნიშანია, რომ საქართველო ცოცხალია, ქართული სული ცოცხალია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სული კიდევ უფრო გაძლიერდეს,კიდევ უფრო გაჯანსაღდეს და მოეფინოს სრულიად საქართველოს,"-განაცხადა ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა.

პარლამენტარმა სულხან მახათაძემ მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორს მაია ტყემალაძეს ამ საშვილიშვილო იდეის ხორცშესხმისთვის და ყველას, ვინც ერის საგანძურის შექმნაში მონაწილეობა მიიღო.

„ვეფხისტყაოსანი"მარადიულობის, მეგობრობის, სიბრძნის, სიყვარულის სიმბოლოა და დარწმუნებული ვარ, გავა ათწლეულები და მომავალი თაობები ნახავენ ამ ხელნაწერებს. ჩვენ ის მთავარი ღირებულებები გაგვაერთიანებს, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს," - აღნიშნა სულხან მახათაძემ.
.
საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარის ზვიად სეხნიაშვილის ინიციატივით, იმავე დღეს სამების საკათედრო ტაძარში ღონისძიების მონაწილეები ჩოხოსნებად აკურთხეს.

„ვეფხისტყაოსნისადმი“ მიძღვნილი საღამო საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი ფურცლების გამოფენით დასრულდა.

საუკუნის წიგნი, საბოლოოდ, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაიდებს ბინას.


ნანახია: 147-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვეფხისტყაოსნის გადაწერაში სკოლების 142-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ ისაუბრა იმ დიდი ღვაწლის შესახებ,რომელიც ქალბატონ ნანულის მიუძღვის ჭიათურის
'გადამწერის სახელი და გვარი წიგნში დაფიქსირდება და მას ისტორია შემოინახავს.'
აქცია, რომელიც ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის შექმნას ითვალისწინებს, სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად იმართება.

ამინდი