Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მშობიარობის შემდეგ როდის შეიძლება სქესობრივი ცხოვრების დაწყება

თარიღი : 20-10-2019, 17:13 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ძალიან ბევრ წყვილს აღელვებს მშობიარობის შემდეგ სქესობრივი ცხოვრების განახლების საკითხი. მშობიარობა ორგანიზმისთვის სტრესია, ამიტომ აღდგენისა და სქესობრივი აქტის დროს უსიამოვნი შეგრძნების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დრო. საშუალოდ სქესობრივი ცხოვრების დაწყება რეკომენდებულია მშობიარობიდან 1-2 თვეში.

თუმცა ყველაფერი ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. ბავშვის დაბადების შემდეგ, პირველ დღეებში ახალბედა დედები ეჩვევიან ახალ როლს. ბავშვი მას იმდენ დროს ართმევს, რომ ყოველთვის ვერ ხერხდება ჩვეული ცხოვრების წესის დაბრუნება.

ამგვარად მინიმალური რეკომენდებული პერიოდი სქესობრივი ცხოვრების განახლებისათვის ერთი თვეა. ეს დრო აუცილებელია საშვილოსნოს სისხლის კოლტებისგან გასასუფთავებლად და მისი ნორმალური ფუნქციონირების აღსადგენად. ამ დროის განმავლობაში ძალიან მაღალია ინფექციის შეღწევის რისკი და ეს კიდევ ერთი მიზეზია, რომლის გამო საჭიროა მოცდა. ბუნებრივია ეს ყველაფერი ეხება იმ ქალებს, რომელთაც ჰქონდათ ნორმალური მშობიარობა გართულების გარეშე. სხვა შემთხვევაში ეს დრო რამოდენიმე თვესაც შეიძლება შეადგენდეს.

ექიმმა უნდა გასინჯოს სასქესო ორგანოები, დარწმუნდეს, რომ ყველაფერი ნორმაშია და ორგანიზმი სრულად აღდგენილია სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრებისათვის.

ქალის ორგანიზმი იმგვარადაა მოწყობილი, რომ იგი თავისთავად აღდგება და უბრუნდება ჩვეულ ფორმას. ბევრია პარტნიორზე დამოკიდებული. მშობიარობის შემდეგ პირველი კონტაქტისას ის განსაკუთრებით ყურადღებიანი უნდა იყოს ქალის მიმართ, ქალი კი თავის მხრივ დისკომფორტის განცდის შემთხვევაში არ მოერიდოს მამაკაცისთვი საკუთარი შეგრძნებების გაზიარება.

mkurnali.ge


ნანახია: 432-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა რიცხვი 30-ს აჭარბებს.
პროკურატურამ წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე, თერჯოლის #1 საჯარო სკოლის ყოფილ მანდატურს კ.
1-ელ დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება.
მანდატური 40 წლისაა და რამდენიმე წელია სკოლაში მუშაობს, 15 წლის მოსწავლე კი აღნიშნულ სკოლაში 1 წლის წინ გადავიდა.
მშობიარობის შემთხვევაში შვებულება 126 დღიდან 186 დღემდე გაიზრდება. ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში,

ამინდი