Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'როგორც ჩვენამდე მოხვედით, იგივე საშუალებით შეგიძლიათ წახვიდეთ სხვა კლინიკაში,'- რას წერს მოქალაქე, რომელსაც მძიმე მდგომაროებაში მყოფს ექიმებმა დახმარებაზე უარი უთხრეს

თარიღი : 19-10-2019, 17:50 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
„ევროპა ჩვენი სახლიას“ ერთ-ერთი წარმომადგენელი ვახო სიხარულიძე "ევექსის" ჰოსპიტლების ქსელის მენეჯმენტს უყურადღებობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მორიგე პერსონალმა მას სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ შესაბამისი დარგის სპეციალისტი არ ჰყავდათ. ისინი პაციენტს არც სხვა კლინიკაში გადაყვანაზე დახმარებიან. ამასობაში კი ვახო სიხარულიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა.

„რამდენიმე დღის წინ დამჭირდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და მდგომარეობის სიმძიმის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის მართვა მიჭირდა, დროის დაზოგვის მიზნით, მაინც საკუთარი მანქანით მივედი კლინიკაში მეუღლესთან ერთად.

მიმღებ განყოფილებაში შესვლისას გამოძახებული იქნა მორიგე პერსონალი, რომლებმაც ჩემი და ჩემი მეუღლის მონათხრობით, ჩათვალეს, რომ ვიყავი მოწამლული და იმ მოტივით, რომ მათ არ ჰყავდათ შესაბამისი დარგის სპეციალისტი, უარი მითხრეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე. არც ჩანაწერი გაუკეთებიათ, არც რაიმე სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარებიათ, პირდაპირ მიმითითეს მიმემართა სხვა სტაციონარისთვის, ისეთისთვის, რომელსაც ჰყავდა შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმი-ტოქსიკოლოგი.

ჩემი მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა, უკვე მიჭირდა კომუნიკაცია, მეკარგებოდა ძალა და სიტუაციაზე რეაგირების უნარი. საკუთარი მანქანით გადაადგილება შეუძლებელი იყო, ჩემი მეუღლის თხოვნაზე დაგვხმარებოდნენ სხვა კლინიკამდე გადაყვანაში, მივიღეთ კატერგორიული უარი შემდეგი ფორმულირებით: "როგორც ჩვენამდე მოხვედით, იგივე საშუალებით შეგიძლიათ წახვიდეთ სხვა კლინიკაში"-ო.

მას შემდეგ, რაც მეუღლემ აუხსნა, რომ მანქანის მართვას ვერ შევძლებდი და სთხოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება, პასუხად უარი მიიღო, თუმცა ეს და მოვლენების შემდგომი განვითარება მე აღარ მახსოვს.

როგორც აღმოჩნდა, საბოლოოდ, მეუღლემ ტაქსით გადამიყვანა სხვა კლინიკაში, სადაც აღმომიჩინეს სათანადო დახმარება და მე დღეს ცოცხალი ვარ.

ზემოთ სპეციალურად არ დამიწერია იმ სამედიცინო პერსონალის გვარ-სახელები (თუმცა მოვიკვლიე და ვიცი), რომლებიც 11-12 ოქტომბრის ღამით მორიგეობდნენ ევექსი ჰოსპიტლები -ს ქსელის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრი- Mfc -ში და ვინც უარი მითხრა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე, რადგანაც დარწმუნებული ვარ, რომ საქმე გვაქვს კლინიკის მენეჯმენტის გულგრილობასთან და უპასუხისმგებლობასთან და არა მორიგე პერსონალის არაპროფესიონალიზმთან!
მეც ექიმი ვარ და თუ ეს ერთადერთი გზაა, ნაცნობ-მეგობრების ჩართულობის შემთხევაში ალბათ მეც მომაქცევდნენ ყურადღებას. 

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები საკმარისი რაოდეობით ვართ, არსებობენ სხვა პროფესიის ან პროფესიის არმქონე ადამიანები, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ.

მე უბრალოდ გამიმართლა!“-წერს ვახო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.


ნანახია: 528-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სს „ჩემი ოჯახის კლინიკის“ ქუთაისის რეგიონალური საავადმყოფოში, სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესებისა და სამედიცინო დახმარების
მომხდარის შემდეგ შემთხვევის თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მამაკაცის გადარჩენა შესაძლებელი იყო. მის დაღუპვაში კი
ექიმებმა იმ ჯარიმების გაუქმება მოითხოვეს, რომელიც მათ საავადმყოფომ დააკისრა.
გადაუდებელი დახმარებისთვის აუცილებელი 20-მდე დასახელების ინვენტარით უკვე აღიჭურვა ქუთაისის სასწრაფო დახმარების ყველა მანქანა.
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა თეიმურაზ ხარაშვილმა რეგიონში კიდევ ერთი

ამინდი