Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა დაპირება შეუსრულა ხონის მოსახლეობას იუსტიციის მინისტრმა

თარიღი : 19-10-2019, 11:31 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, ანონსი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იუსტიციის მინისტრი დღეს ხონში ჩავა.

თეა წულუკიანი 19:00 საათზე, იუსტიციის სახლის ხონის ფილიალში, იუსტიციის დღეს პირადად მიულოცავს იუსტიციის სისტემის თანამშრომლებს.

ახალაშენებულმა იუსტიციის სახლმა ხონში ფუნქციონირება 28 ივნისიდან დაიწყო. ფილიალის თანამშრომლებს ახალი შენობის ამოქმედება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიულოცა. ვინაიდან, იუსტიციის მინისტრმა ხონში ჩასვლა და ახალი ფილიალის გახსნა ვერ მოახერხა, გადაწყდა, რომ „იუსტიციის სახლის დღე“-ს შემოდგომაზე საზეიმო ღონისძიებით სწორედ ხონის ფილიალში აღნიშნავდნენ.

იუსტიციის სახლის ხონის ეს ახალი ფილიალი მომხმარებელს იუსტიციის სახლებისთვის დამახასიათებელ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღება ხონში მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოშია შესაძლებელი.

იუსტიციის სახლის ხონის ფილიალი 760 კვადრატული მეტრია და მოსე ხონელის ქუჩა №40-ში მდებარეობს. მისი მშენებლობა კონკურსით შერჩეული, არქიტექტორ ლუკა ჩაგანავას პროექტით განხორციელდა.

ხონის იუსტიციის სახლში ქორწინების სივრცეც მოეწყო. ხონის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა, რის გამოც წყვილები ქორწინებას საზეიმო რიტუალის გარეშე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხონის ფილიალში არეგისტრირებდნენ.


ნანახია: 180-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმ ადგილს, სადაც იუსტიციის სახლის მშენებლობაა დაგეგმილი, 11 ივლისს, 12:00 საათზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოინახულებს.
თბილოსისა და ბათუმის შემდეგ 'ჯასთ კაფე' ქუთაისის იუსტიციის სახლის სტუმრებსაც მოემსახურება.
იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინიციატივა უძველეს ქართულ ტრადიციას ეხმიანება.
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები ახალ პირადობის მოწმებს იუსტიციის სახლებში უფასოდ აიღებენ.

ამინდი