Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„შეიძლება ითქვას,  მე სკოლის დირექტორების დიდი 'მაკონტროლებელი' ვარ. ძალიან ბევრი მშობელი მომმართავს, რომ ფულს იღებენ დირექტორები, ეს იქნება ფარდების, ჟალუზების თუ ა.შ"

თარიღი : 18-10-2019, 19:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იურისტი ლევან ჭელიძე, რომელიც სსიპ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის მასწავლებლის შერჩევის კონკურსში დამკვირებლად მიიწვიეს, სხდომაზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს.
მეტიც, იგი კომისიის ერთ-ერთ წევრს მის მიმართ განხორციელებულ არაეთიკურ და არაადეკვატურ ქმედებაში ადანაშაულებს.

„მე-17 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის მასწავლებელს არჩევდნენ. მე ვიყავი  დამკვირებლის სტატუსით მიწვეული. შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. სპეც. მასწავლებლის არჩევის კონკურსის მსვლელობისას იყო აბსოლუტური ქაოსი. ვის როდის უნდოდა, მაშინ ლაპარაკობდა ტელეფონზე. კომისიის წევრები რამდენჯერ გავიდნენ გარეთ ვინ იცის. კომისიის თავმჯდომარესაც კი, მობილური ხელიდან არ გაუგდია. შესაძლებელია ამოვიღოთ ამის დამადასტურებელი ჩანაწერები. კომისიის ერთ-ერთმა  წევრმა, ნატალია ქობულაძემ, რომელიც აცხადებდა, რომ განათლების სამინისტროდან იყო მოწვეული, რამდენჯერმე  ძალიან არაეთიკურად მომმართა, რის გამოც სკოლის დირექტორს  ბევრჯერ ვუთხარი, შეეწყვიტა ამ ქალბატონს აღნიშნული ქმედება, ბოლოს დირექტორმაც კატეგორიულად გააფრთხილა აღნიშნულზე, ხოდა ადგა და დატოვა სხდომა,“ - აცხადებს ლევან ჭელიძე.

იურისტი იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბარში იმასაც აცხადებს, რომ  სხდომა, სადაც დამკვირებლად იყო მიწვეული, 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა რადგან მისი დასწრება  იქ არ აწყობდათ, 13:00 საათზე გადაიტანეს. აღნიშნული ცვლილების შესახებ კი მას არ აცნობეს.

„შეიძლება ითქვას,  მე სკოლის დირექტორების ძალიან დიდი „მაკონტროლებელი“ ვარ. ძალიან ბევრი მშობელი მომმართავს, რომ ფულს იღებენ დირექტორები, ეს იქნება ფარდების, ჟალუზების თუ ა.შ. ამ ყველაფერს ვახმაურებ, ღიად ვსაუბრობ, თუ რაიმე დარღვევაა, საჩივრები შემაქვს. რამდენიმე სკოლის დირექტორი (სახელს და გვარს არ დავასახელებ) პასუხისგებაში მივეცი და ისინი თანამდებობას ჩამოაცილა ჩემი საჩივრის საფუძველზე სამინისტრომ. ამის გამო ვერ მიტანს ვერც ერთი. ამიტომ სხდომაზე ჩემი მისვლა არ უნდოდათ. წერილი მომივიდა 15:00 საათზე არის ჩანიშნული სხდომაო. ამათ გადაუწევიათ დრო, 13:00 საათზე დაუწყიათ და მიმტკიცებდნენ, გამოგიგზავნეთ ამის შესახებ ინფორმაციაო.  ჯერ ერთი, მეილზე არაფერი არ მომსვლია და რომც მომსვლოდა, 24 საათი ხომ არ ვიქნები მეილზე მიმჯდარი? კაი დაუშვათ გადანიშნეს პირველ საათზე, მაშინ რატომ არ დამირეკეს და მკითხეს, ლევან სად ხარ? ხომ არ გაგვიანდება? იქნებ 5 წუთი მაგვიანდებოდა. ეს იყო განგებ გადანიშნული, ეგონათ, რომ ორ საათში მორჩებოდნენ სხდომას, მაგრამ ვერ მოაბეს თავი,  მაინც მივედი სკოლაში. საბოლოოდ კენჭი ვერ უყარეს იმიტომ, რომ კანდიდატები არ იყვნენ შესაფერისი განათლებისა და გამოცდილების მქონენი.  თქვეს, ორშაბათს გვეცოდინება ახალ ვაკანსიას გამოვაცხადებთ, თუ შეიძლება კიდევ ვიღაცაზე შევაჩეროთ არჩევანიო,"-აცხადებს ლევან ჭელიძე.
 


ნანახია: 1127-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი