Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის შემოსასვლეში აბრის განახლება, იპოდრომის მოწყობა-რა იდეებით მიმართავენ მოქალაქეები ქუთაისის მერიას

თარიღი : 18-10-2019, 15:03 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ რიგით მე-20 სხდომაზე ის 10 სამოქალაქო ინიციატივა დაამტკიცა, რომელიც მოქალაქეებმა volis.kutaisi.gov.ge -ზე შემოიტანეს. აღნიშნული ინიციატივები მათ სამი კრიტერიუმის- მდგრადობის, აქტუალობისა და კრეატიულობის მიხედვით გამოავლინეს. ეს ინიციატივებია:

1. ახალი საზოგადოებრივი და ტურისტული სივრცე სანაპიროებზე;
2. ქალაქის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტებისთვის ელექტრო გზამკვლევი რუკის განთავსება;
3. ქუთაისში მასშტაბური პლენერის მოწყობა (ხელოვნების პლენერი/ქუთაისი 2020);
4. ქუთაისის „აბრის“ განახლება (ქალაქის შემოსასვლელში, ზესტაფონის მხრიდან, სლოგანით „ქუთაისი ღიმილის ქალაქია“;
5. იპოდრომი;
6. „ძეგლის ალტერნატივა“ (შეირჩევა ადგილები, სადაც განთავსდება ლაით-ბოქსი 10 ჩემპიონის ციფრული სურათებით, დატანილი იქნება სპორტსმენების მინი ბიოგრაფიული ცნობარი);
7. ქუთაისის გარშემო არსებული ღირსშესანიშნაობების ამსახველი სტენდების ინსტალაცია ცენტრალურ ბაღში;
8. მულტიფუნქციური სველი წერტილები ქალაქში (ადაპტირებული იქნება ყველა ყველა კატეგორიის, შშმ პირთათვის, ტურისტებისთვის და ა.შ);
9. წყალწითელის სანაპიროს მოწესრიგება;
10. მიწისქვეშა გადასავლელი, როგორც უსაფრთხო გადაადგილების საშუალება და „ანდერგრაუნდ“ საგამოფენო-გასართობი სივრცე.

აღნიშნული 10 ინიციატივა კვლავ განთავსდება საიტზე volis.kutaisi.gov.ge -ზე და მოქალაქეები მათგან ხმის მიცემის მეშვეობით შეარჩევენ 3-ს, რომლებსაც მერია 2020 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებს და განახორციელებს.

„როგორც მოგეხსენებათ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში volis.kutaisi.gov.ge -ზე მიმდინარეობდა სამოქალაქო ინიციატივების კონკურსი, რომელშიც დაახლოებით 90 მოქალაქის ინიციატივა შემოვიდა. აქედან ჩვენმა საბჭომ მოახდინა მცირე ჯგუფის შექმნა, რომელმაც ინიციატივების პირველადი ფილტრაცია მოახდინა. 87 ორიგინალური ინიციატივაა შემოსული. ამ 87-დან 8 ვერ პასუხობდა ვერ პასუხობდა მერიის კომპეტენციას, თუმცა ამ ადამიანებს გაეგზავნებათ პასუხები და მათი ინიციატივები გადაეგზავნება შესაბამისს სტრუქტურებს. მეორე 14 ინიციატივის მსგავსი ღონისძიებები მერიას უკვე აქვს გათვალისწინებული 2020 წლის ბიუჯეტში, რაც პრინციპში ნიშნავს იმას, რომ ეს 14 ინიციატივა უკვე არის მხარდაჭერილი. დარჩენილ 65 პროექტს დაემატა ერთი უკვე, მერის სახელზე შესული სხვა ინიციატივა, ანუ ჯამში 66 ინიციატივა შეაფასა მრჩეველთა საბჭომ და გამოავლინა 10, ყველაზე მაღალი ქულის მქონე. სამი კომპონენტის მეშვეობით გამოვავლინეთ, ესაა მდგრადობა, აქტუალობა და კრეატიულობა. ეს ათი იდეა კვლავ აიტვირთება საიტზე და მოქალაქეები მიცემენ ხმას, გამოარჩევენ საუკეთესო სამს, რომელიც აისახება 2020 წელს ქუთაისის ბიუჯეტში,“- აცხადებს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მდივანი ნუგზარ კოხრეიძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 231-ჯერ

მსგავსი სიახლეები
3 შერჩეული ინიციატივიდან, ერთ საუკეთესოს თავად მოქალაქეები გამოავლენენ ინტერაქტივის საშუალებით, რომელიც 2019 წლის ბიუჯეტში
ნებისმიერ მსურველს დღეიდან მიმდინარე წლის 20 სექტემბრის ჩათვლით საშუალება ექნება საკუთარი იდეა წარუდგინოს ადგილობრივ

ამინდი