Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში, გაჩერებული საბაგიეროების რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხების მოცულობა დაახლოებით ორ თვეში გაირკვევა

თარიღი : 18-10-2019, 14:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურაში, "ჯორჯიან მანგანეზის" გადაწყვეტილებით გაჩერებული საბაგიროების რეაბილიტაცია რამდენიმე თვეში დაიწყება. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს "ჯორჯიან მანგანეზში" განუცხადეს.

კომპანიის პრესსპიკერის აკაკი გოგიჩაიშვილის თქმით, სამგზავრო საბაგიროების ტექნიკური შემოწმება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მოწყობილობების სიძველიდან გამომდინარე, კომპანიის გადაწყვეტილებით საბაგიროებს დამატებით ინსტრუმენტული შემოწმება (დეფექტოსკოპია) ჩაუტარდა და საფრთხის შემცვლელობიდან გამომდინარე 11-მე საბაგირომ მუშაობა შეწყვიტა.

„ასე ვთქვათ, ორი საბაგირო დაჯგუფებაა აქ . ერთია ახალი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი კურირებს და საფრანგეთის მთავრობასთან ერთად აკეთებს რეაბილიტაციას. მეორეა სახალხო, ძველი, რომელსაც „ჯორჯიან მანგანეზი“ კურირებს. ეს უკანასკნელი ( სახალხო) 11 საბაგირო გზას აერთიანებს.

წელს, მაისს-ივნისის თვეში ჩატარდა კვლევა, მათ შორის ამ კონსტრუქციების დეფექტოსკოპია, რომელმაც აჩვენა, რომ არ იყო უსაფრთხო. მეტიც, მაღალი საფრთხის შემცვლელი იყო, ამდენად დაუყონებლივ გაჩერდა. შესაბამისად იმ ხალხისთვის, ვინც სარგებლობდა და მოძრაობდა ამ სატრანსპორტო საშუალებით, კომპანიამ დაიქირავა სამარშუტო ტაქსები და ისინი უფასოდ ემსახურებიან მას შემდეგ მათ. საპროექტო სამუშაოებს ახორციელებს ადგილობრივი ქართული საპროექტო კომპანია, რომელიც გვპირდება, რომ მოკლე ხანში, სავარაუდოდ ერთ-ორ თვეში დაასრულებს სამუშაოებს და დადებს შედეგებს. იმ შედეგებში იქნება ასახული ბიუჯეტიც და შესასრულებებლი სამუშაოების ვადებიც,“- აცხადებს „ჯორჯიან მანგანეზის“ პრესსპიკერი აკაკი გოგიჩაიშვილი.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 186-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილობრივების თქმით, კომპანია ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობის გამო, მუნიციპალიტეტში ცხოვრება შეუძლებელია.
ჭიათურაში, ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციის შენობის წინ, მაღაროელები საპროტესტო გამაფრთხილებელ აქციას მართავენ.

ამინდი