Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოში მცხოვრები დევნილი ბავშვებისათვის გასართობი ღონისძიებები გაიმართება

თარიღი : 18-10-2019, 13:34 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი   
topnews.com.ge
წყალტუბოში დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, პროექტ „მე ვარ აფხაზეთი“-ს ფარგლებში, ღონისძიება გაიმართება.

წყალტუბოს რაიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის, წყალტუბოს ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, შემეცნებით-გასართობი ღონისძიება მოეწყობა.

გასვლითი ღონისძიების ფარგლებში შემდეგი აქტივობები გაიმართება:

აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სახელოვნებო ღონისძიებათა მიმართულება ბავშვებისათვის მოაწყობს ხატვისა და ქართული კალიგრაფიის მასტერკლასებს;
აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ლიტერატურულ-შემოქმედებითი მიმართულება მოზარდებისთვის ჩაატარებს ინტელექტუალურ-შემეცნებით ვიქტორინას;
აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მოზარდ-ახალგაზრდობის შემოქმედებითი მიმართულების როკ-ჯგუფი „ოცნება“ და საესტრადო განყოფილების ანსამბლი „მაფშალია“ გამართავს კონცერტს;
აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საგამომცემლო მიმართულება დამსწრე საზოგადოებას საჩუქრად გადასცემს ცენტრის მიერ გამოცემულ წიგნებსა და ჟურნალებს;
ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებისათვის მოეწყობა წარმოდგენა ანიმატორების მონაწილეობით;
აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს დაურიგდებათ მაისურები წარწერით „მე ვარ აფხაზეთი“.

ღონისძიებაში მონაწილე ბავშვებს გაუმასპინძლდებიან პოპკორნითა და გამაგრილებელი სასმელით;
ღონისძიების დასასრულს ბავშვები ცაში გაუშვებენ ფრანებსა და ფერად ბუშტებს.


ნანახია: 63-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, პროექტის მიმდინარეობის პროცესი მთავრობის ხელმძღვანელს
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა ექსპრომტად აფხაზეთის თემატიკაზე ნამუშევრები შექმნეს, რომელიც
ოჯახს ფულადი თანხა და პირველადი საჭიროების საკვები პროდუქტები გადაეცა.
მიმდინარე წლის 25-27 სექტემბერს წყალტუბოში ხელოვნების ფესტივალი გაიმართება.

ამინდი