Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წულაია ხელისუფლებას: როგორც კი ქუთაისს ზურგს აქცევთ, დედა გაქვთ ნატირები

თარიღი : 18-10-2019, 12:27 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ მიტოვებულ შენობებთან ბრიფინგი გამართა. იგი ამჯერად პარლამენტისა და მთავრობის სახლის შენობებთან მივიდა და მათი უფუნქციობა გააპროტესტა. მისი თქმით, ამ შენობების შენახვისთვის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება.

"ეს არის მიტოვებული შენობების მომდევნო სერია. ყველაზე გულსაკლავი ისაა, რომ ეს ორი დიდი შენობა მიტოვებულია, მათი შენახვა კი ხარჯებთანაა დაკავშირებული. ხედავთ რომ ირგვილ დაცვის მანქანებია, 24 საათი განათებულია აქაურობა. რამდენ ხანს უნდა ინახოს ბიუჯეტმა? რამდენ ხანს უნდა იყოს ასე უფუნქციოდ შენობა, 10 წელი? მიკვდება გული რომ ამდენი ფული ტყუილად მიაქვს რიონს. საზღვარი არ აქვს ამ დებილობას და ამ უნამუსობას? ხელისუფლებავ, კეთილი ინებეთ, თბილისელო დეპუტატებო, თბილისის იქეთ თქვენთვის დანარჩენი საქართველო რომ არ არსებობს, საქართველოა ეს, ქუთაისიც და თქვენ მის გარეშე არაფერი არ იქნებით, როგორც კი ამ ქალაქს ზურგს აქცევთ, დედა გაქვთ ნატირები. ვეღარ გრძნობთ რომ იხრჩობით მაგ თბილისში, ვეღარ გრძნობთ? გადაადგილება თქვენ არ შეგიძლიათ, კორპუსი კორპუსზე რომაა მიბჯენილი, რა გინდათ ჩვენც მანდ გადმოვსახლდეთ? დაიხრჩობით მანამ, სანამ არ მიაქცევთ რეგიონებს ყურადღებას, სანამ არ შექმნით სამუშაო ადგილებს. მარტო საქართველოში არ აქვს უნამუსობას საზღვარი,"-ამბობს გოგი წულაია.


ნანახია: 329-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გოგი წულაიამ პარკირების თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

ამინდი