Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მეზობელმა ნახა აივანზე ჩამოკიდებული,'-რა გახდა ქუთაისში 30 წლის მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი

თარიღი : 16-10-2019, 12:44 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ავტოქარხანის დასახლებაში გარდაცვლილი მამაკაცი 30 წლის ზურა ჭონიშვილია. იგი გუშინ საღამოს, საკუთარ აივანზე, მეზობელმა ჩამომხრჩვალი იპოვა. ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკველობის მიზეზის ახსნა უჭირთ ახლობლებს. როგორც ისინი ყვებიან, გარდაცვლილი მამაკაცი და მისი მეუღლე საბერძნეთში, ემიგრაციაში იმყოფებოდნენ. სწორედ იქ შეგროვებული თანხით იყიდეს საცხოვრებელი ბინა ავტოქარხანაში, ხარებავას 4 ნომერში.

გარდაცვლილი მამაკაცი საბერძნეთიდან ახალი ჩამოსული იყო. როგორც ახლობლები იხსენებენ, მას გუშინ, მთელი დღის განმავლობაში მეუღლე ურეკავდა, თუმცა სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. შემდეგ მეუღლემ მეზობელს სთხოვა სახლში შესულიყო და გაეგო ხომ არაფერი უჭირდა. მეზობელმა ზურა ჭონიშვილი აივანზე,თოკზე ჩამოკიდებული იპოვა.

ახლობლები ამბობენ, რომ გარდაცვლილს არც ფინანსური და არც ოჯახური პრობლემები არ ჰქონია. ამიტომ არ იციან რა გახდა 30 წლის მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი.

გარდაცვლილ მამაკაცს ცოლი და მცირეწლოვანი (5 წლის) შვილი დარჩა, რომელიც ბებიასთან, თერჯოლაში იზრდებოდა. მამაკაცი თავად, წარმოშობით გორიდან იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 548-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცი ავტოტექმომსახურეობის მიმართულებით მუშაობდა.
28 წლის მამაკაცი გურიის რეგიონიდან ვანის მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებოდა

ამინდი