Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ცოტა მშურდა კიდეც თბილისელი სტუდენტები 20 თეთრად რომ მგზავრობდნენ,'-ქუთაისში სტუდენტებისათვის მგზავრობის ღირებულების განახევრებას ითხოვენ

თარიღი : 15-10-2019, 14:04 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაცია სტუდენტებისთვის სატრანსპორტო ტარიფზე შეღავათების დაწესების ინიციატივით გამოდის. მათ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან უკვე გამართეს და ხელმოწერებიც შეაგროვეს.

„როგორც მოგეხსენებათ 2020 წლიდან ქუთაისში ტრანსპორტი ხდება თვითმმართველობის. ეს უკვე დააანონსა ქუთაისის მერიამ. წინა კვირაში საკრებულომ თანხმობაც მისცა სატრანსპორტო კომპანიის დაფუძნებას. ეს საშუალებას აძლევს თვითმმართველობას შეცვალოს მთლიანად სატრანსპორტო პოლიტიკა და მათ შორის დააწესოს სხვადასხვა ტიპის შეღავათები სხვადასხვა ტიპის სოციალურ ჯგუფებზე, პირველ რიგში კი სტუდენტებზე. ეს იქნება შესაძლებელი სტუდენტური ბარათის სახით. აპრობირებული მეთოდი უკვე არსებობს თბილისში, წლების განმავლობაში, სადაც მუნიციპალურ ტრანსპორტზე სტუდენტებისთვის 50 %-იანი ფასდაკლებააა. ვითხოვთ ანალოგიური პროგრამის შექმნას ქუთაისში.
დღეს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გვქონდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვაცნობთ ჩვენს ინიციატივას სტუდენტებს, ვაგროვებთ ხელმოწერებს და შემდეგ კვირაში უკვე წარვადგენთ ამ ინიციატივას, თავის ხელმოწერებით მერიაში. მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს. შეღავათები აისახება ყველა ოჯახზე, ვისაც სტუდენტი ჰყავს. ყველას მოგეხსენებათ რა ფინანსებთან არის დაკავშირებული სტუდენტური ცხოვრება,"- ამბობს „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი ირაკლი კიკვაძე.

ინიციატივას მიესალმებიან სტუდენტებიც.

„ძალიან მომწონს ეს ინიციატივა. ცოტა მშურდა კიდეც თბილისელი სტუდენტები 20 თეთრად რომ მგზავრობდნენ. ქუთაისში თუ ანალოგიურად იქნება, მივესალმები. ნახევარ ფასად თუ ვიმგზავრებ, ფულს სხვა რაღაცისთვის გადავდებ და ჩემი მიზნებისთვის უფრო იოლად შევაგროვებ გარკვეულ თანხას,“ - აცხადებს სტუდენტი ზურა ლეკვეიშვილი.

„რა თქმა უნდა, მისაღებია ეს ინიციატივა. ჩვენ, სტუდენტებს, ყოველდღიურად გვიწევს ტრანსპორტით მგზავრობა, ზოგი რამდენიმე მარშუტსაც კი იცვლის. ამიტომ თუ ნახევარ ფასად ვიმგზავრებთ და თანხებს დავზოგავთ, ეს ჩვენთვის შეღავათი იქნება,“ - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

„ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაცია მსგავს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს სხვა უნივერსიტეტებშიც გამართავს. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ ინიციატივას განსახილველად ქუთაისის მერიას წარუდგენენ.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 772-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტებისთვის საახალწლო წვეულებას აანონსებს.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი ხვალ იწყება. "ტოპნიუსის" ინფორმაციით,
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 11 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. მათ შორისაა როგორც აქტიური, ასევე
სასწავლებლის სტუდენტებს შორის 7 სტუდენტი 100%-იანი სასწავლო გრანტის მფლობელია.

ამინდი