Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სკოლებში შესაძლებელია დამატებითი არდადეგები დაწესდეს-მინისტრის ბრძანება

თარიღი : 15-10-2019, 13:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დაწყების და დასრულების, ასევე არდადეგების თარიღები მინისტრის ბრძანების შესაბამისად რეგულირდება. დოკუმენტში განსაზღვრულია კონკრეტული თარიღები სასწავლო წლის მანძილზე თუ როდის და რა ვადაში აქვთ დასვენება სკოლის მოსწავლეებს.

10 ოქტომბერს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრს ენიჭება უფლებამოსილება სასწავლო წლის ნებისმიერ დროს დანიშნოს წინასწარ განსაზღვრული არდადეგებისგან განსხვავებული არდადეგები.

„საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებაში (სსმ III, №114, 09/09/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების 5​’1 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 5’​2 პუნქტი:

„სასწავლო წლის ნებისმიერ დროს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შეიძლება განისაზღვროს ამ ბრძანების მე-4, მე-5 და 5​1 პუნქტებით განსაზღვრული არდადეგებისგან განსხვავებული არდადეგები“- ვკითხულობთ დოკუმენტში.

მინისტრის ბრძანების თანახმად, ამ ეტაპზე სასწავლო წლის დაწყების, დასრულების და არდადეგების თარიღები ასეა განსაზღვრული:

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განისაზღვროს 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად – 15 ივნისი. იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დაიწყოს 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, ხოლო თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად განისაზღვროს 15 ივნისის წინა პარასკევი

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდეს 27 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს. თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდეს 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.

ზამთრის არდადეგები განსაზღვრულია 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე.

საგაზაფხულო არდადეგები განსაზღვრულია 8 მარტიდან 15 მარტამდე.

ზაფხულის არდადეგები განსაზღვრულია 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე.

ახალი ცვლილების თანახმად, მინისტრს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნება არდადეგები სხვა პერიოდშიც დააწესოს.

edu.aris.ge


ნანახია: 448-ჯერ

მსგავსი სიახლეები
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის ბრძანების საფუძველზე არდადეგები 16 დღის განმავლობაში ფასტანს
სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 15 მარტამდე გაგრძელდება.
გთავაზობთ 2016-17 სასწავლო წლის დაწყების თარიღებს უნივერსიტეტების მიხედვით.
რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება:
დღეს ქუთაისის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დაიწყო.

ამინდი