Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეები ლაპლანდიაში გაემგზავრებიან

თარიღი : 15-10-2019, 12:40 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები   
topnews.com.ge
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეები ლაპლანდიაში გაემგზავრებიან. ისინი მონაწილეობას სანტას საახალწლო შოუ-პროგრამაში ვოკალის, ხატვის და ქორეოგრაფიის მიმართულებით მიიღებენ. ლაპლანდიაში მოგზაურობა 7-12 იანვრის პერიოდშია დაგეგმილი.

„ახალგაზრდულ ცენტრში ოცნებები ხდება. ჩვენი მოსწავლეები პოლარული ექსპრესის რჩეულთა რიცხვში მოხვდნენ და პირდაპირ ლაპლანდიაში მიემგზავრებიან ნამდვილ ელფებთან და სანტასთან შესახვედრად.

ჩვენი მოსწავლეები ვოკალის, ხატვის და ქორეოგრაფიის მიმართულებით უშუალოდ სანტას შოუ-პროგრამაში იღებენ მონაწილეობას.

 მსურველებს შეგიძლიათ დაგვემგზავროთ ულამაზეს ლაპლანდიაში და უგულშემატკივროთ ჩვენი პატარების გამოსვლას, სანტას პარკში, ნამდვილ საახალწლო შოუ-პროგრამაზე,"-ამბობს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ნატალი პატარიძე.


ნანახია: 229-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონცერტში მონაწილეობას ახალგაზრდული ცენტრის Teen club და სოფო ტოროშელიძე მიიღებენ.
'თბილისობა 2016'-ში მონაწილეობას ქუთაისის ახალგარდული ცენტრის ბალეტისა და ვოკალის სკოლა მიიღებს.
ფილმის ჩვენების ჩაშლაში მონაწილეობას უარყოფს თავად დეპუტატი.
ქუთაისის ოპერის თეატრი სტიქიით დაზარალებულთათვის საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარების მსურველებს დარბაზს უსასყიდლოდ დაუთმობს.

ამინდი