Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გაუფასურებული ლარი, უმოქმედო ხელისუფლება და კრიზისში მყოფი მოქალაქეები

თარიღი : 15-10-2019, 11:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში ტექნიკის მაღაზიებმა გადაწყვიტეს შეცვალონ მომსახურების პირობები და ბანკების გვერდის ავლით დაუმტკიცონ მომხმარებლებს შიდა განვადება. დოლარის კურსის ზრდის შემდეგ მაღაზიებში ფასი ყველგან გაზრდილია, პროდუქციის გაძვირებამ მომხმარებლის კლება გამოიწვია, რაც ბიზნესისთვის კრიზისის გამომწვევი ფაქტორი აღმოჩნდა.

ტექნიკის მაღაზიების დიდი ნაწილი შიდა განვადებაზე გადავიდნენ. ამის მიზეზი არის ლარის კურსის გამო გამოწვეული პრობლემები და ჩამოტანილ ტექნიკაზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა. თუ არ გაკეთდება შიდა განვადებები, გაყიდვები გაიყინება. ეს კი ზიანს მოუტანს ბიზნესს. ამჟამად ტექნიკით მოვაჭრე მაღაზიები რთულ მდგომარეობაში არიან, რადგან თვითღირებულება გაზრდილია დოლარის კურსის გამო და რეალიზაციის მაჩვენებელი კი დღითი დღე იკლებს. გაცილებით მძიმე მდგომარეობაა წვრილი ტექნიკის მაღაზიებში, რადგან მათი მთავარი საარსებო თანხა არის ე.წ. დღიური ნავაჭრი თანხა. ამიტომ ასეთ მაღაზიებში განსაკუთრებულად მწვავეა კლიენტების სიმცირე.

მერაბ ლოლაძეს ლილოს ბაზრობაზე აქვს ტექნიკის მაღაზია. იგი ადასტურებს, რომ შემცირებულია გაყიდული ტექნიკის რაოდენობა, რადგან ბოლო თვეებში ფასების გაზრდა იძულებით მოუწია.

„ნამდვილად არ გვიხარია ფასების მატება, კლიენტები კი ხშირ შემთხვევაში ჩვენი მიმართულებით ამბობენ საყვედურებს, მაგრამ, როცა ლარის ასეთი კურსია არც ერთი ლოგიკით არ იქნება ტექნიკა იმ ფასად, როდესაც დოლარი 2.70-ზე იყო. ეს დაუწერელი კანონია, თუმცა ადამიანებს ამის გაგება უჭირთ და მათიც მესმის. ახლა უფრო წვრილი და ყოველდღიური მოხმარტების ტექნიკა იყიდება - ჩაიდანი, უთო, ფენი და ა.შ. მაგრამ მათი ღირებულებაც კი გაზრდილია მინიმუმ 3-5 ლარით.

დოლარში მიწევს პროდუქციის შეძენა ან გამოწერა და მეც გამეზარდა ხარჯი. ხალხი რა ფასშიც ითხოვს იმ ფასში რომ გავყიდო, თვითღირებულებას ვერ ემოვიღებ და რა თქმა უნდა, წაგებაში წავალ. ლარის გაუფასურებამ ყველაფერზე იქონია გავლენა და არც ეს ბიზნესი დარჩა ხელშეუხებელი.

სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, როგორც მცირე ბიზნესებზე ასევე ხალხზე, ახლა `მკვდარი პერიოდია~, მაგრამ არც საახალწლოდ ველოდები დიდ მოგებას და აქტიურ ვაჭრობას, რადგან საერთო სურათი ამის იმედს არანაირად არ მაძლევს~, - აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას მერაბ ლოლაძემ.

მომხმარებლები, საბანკო სესხითაც კი ვერ ახერხებენ სარგებლობას, მიმდინარე წლის რეგულაციების გამო. იმ ადამიანებს, ვისაც საოჯახო ტექნიკა სჭირდებათ, იძულებით უწევთ ახალ ფასებთან შეგუება, თუმცა მსყიდველთუნაურიანობა ძალიან დაბალია. შემცირებულია შიდა განვადებებიც და ამის ფონზე ტექნიკის რეალიზაციაც ძალიან დაბალია. მომხმარებლები „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავენ, რომ ფასი ლარის კურსის ასეთი მერყეობის შემდეგ საგრძნობლად არის გაზრდილი და უჭირთ ახალი შეძენის გაკეთება. მაია შეყილაძე საუბრისას აღნიშნავს, რომ ტექნიკის შეძენისგან უკვე ყველა თავს იკავებს.

„გაძვირებულია პროდუქცია, ბანკები კი სესხებს აღარ გასცემენ ისე მარტივად, როგორც ადრე, შიდა განვადებების პირობებსაც თუ გადავხედავთ, არც ისაა მარტივი. გამოდის, რომ ტექნიკის შეძენა ძალიან რთული გახდა დღევანდელ პირობებში და ფუფუნების საგნადაც კი იქცა.

ჩემმა შვილმა წელს ჩააბრა უნივერსიტეტში და ახალ ტელეფონს შევპირდით. მივედი და არ დამიმტკიცეს განავადება, ტელეფონი კი საკმაოდ ძვირი ღირდა. მომიწია მთელი ჩემი ოქროულობის დალომბარდება, რომ ტელეფონი მეყიდა და შვილისთვის პირობა შემესრულებინა. ახლა განავდების ნაცვლად, ვიხდი ბანკის პროცენტზე მეტს და ვისაც მსგავსი ქონება არ აქვს სახლში, იმან რა უნდა ქნას ნამდვილად არ ვიცი.

სახელმწიფომ სასწრაფოდ ლარი უნდა დაარეგულიროს და არც ტექნიკის მაღაზიებს ექნებათ პრობლემები და არც ხალხს. სახლში ტელევიზორი და მაცივარი რომ გამიფუჭდეს, ზუსტად ვიცი, რომ ვერ შევცვლი, რადგან 1500-2000 ლარი მაინც დამჭირდება და ამ რაოდენობის გადადებული თანხა არავის აქვს~, - აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას მაია შეყილაძემ.

ფაქტია, ლარის გაუფასურებისა და რეგულაციების შემდეგ მაღაზიებს სჭირდებათ ალტერნატიული გზების ძიება. იმისათვის, რომ რეალიზაცია კიდევ არ შემცირდეს, სხვადასხვაგვარ კომბინაციებს აწყობენ. `საზოგადოება და ბანკები~ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ადასტურებს, რომ ,საცალო გაყიდვებში შეიმჩნევა კლება და სასურველია ამ მდგომარეობის გამოსწორება, რადგან ეს პირდაპირ მოქმედებს სამუშაო ადგილების რაოდენობაზე.

"სესხის გაცემის დროს მნიშვნელოვანია მისი უკან დაბრუნების საკითხი. როდესაც ვინმე ვერ ახერხებს თანხის დაბრუნებას, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ბანკები მომზადებულები არიან ამისთვის. ჰყავთ შესაბამისი კადრები, დეპარტამენტები, არსებობენ პრობლემური აქტივების კომპანიები. მათ ეს სისტემა საკმაოდ გამართული აქვთ.

რაც შეეხება ტექნიკის მაღაზიებს, მათ მოუწევთ შესაბამისი კადრების მოძებნა, თანხის დახარჯვა იმისთვის, რომ გამართონ სისტემა, რასაც შიდა განვადება ჰქვია. ბევრი უნდა იმუშაონ ამ საკითხზე. ეს ინვესტიცია მომგებიანი უნდა აღმოჩნდეს. ერთი ფაქტია - მაღაზიებს სჭირდებათ ალტერნატიული გზების ძიება, ლარის კურსის გაუფასურების და რეგულაციების შედეგ შექმნილი მდგომარეობის გამო, რათა გაყიდვის მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად არ შეუმცირდეთ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა.


ნანახია: 71-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სტატისტიკოსის გაანგარიშებით, თუკი შარშან განმავლობაში ხალხს 500 მილიონით ზედმეტის გადახდა უწევდა კრედიტებში, ამჯერად, სულ მცირე,
საქართველოში ეროვნული ვალუტა დღითიდღე უფასურდება. ლარის გაუფასურებით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობენ ქუთაისშიც.
ყველაფერი 1 ლარად,-ამ წარწერამ ჯერ კიდევ სამი თუ ოთხი წლის წინ საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოიპოვა მოსახლეობაში და ახალ, საკმაოდ
მოსახლეობის დიდი ნაწილი ვალზეა დამოკიდებული.
საფინანსო სექტორიდან გათავისუფლების შემთხვევებზე სვამს აქცენტს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი,
აღსანიშნავია, რომ ხორცის გაძვირება კვლევებითაც დასტურდება.

ამინდი