'იმატებს თუ არა ბენზინის ხარჯი მაშინ, როდესაც 'უცხო ნაციის' წარმომადგენელი ზის მანქანაში?'-რატომ 'იჩაგრებიან' უცხოელები საქართველოში
თარიღი : 14-10-2019, 20:14 | კატეგორია: სხვადასხვა

სამარშუტო ტაქსები უცხოელ მოქალაქეებს სამგზავრო ფასთან შედარებით გაცილებით მეტს ახდევინებენ,-ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე ირაკლი თევზაძე წერს. იგი ფაქტს შეესწრო, როცა ქუთაისიდან ქობულეთის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო ტაქსი მას 8 ლარს, უცხოელ მოქალაქეს კი იგივე მანძილზე 10 ლარს ახდევინებდა.
„შევედი სალაროში, ვიკითხე მგზავრობის ფასი, 8 ლარი შვილოო- მიპასუხა ხანში შესულმა ქალბატონმა.
მადლობა- მეთქი, შემოვტრიალდი ჩემი მეგობრისკენ და ინგლისურად ვეუბნები.
უცებ, ზურგსუკან, ხმამაღლა მიყვრის მოლარე: "მაგას ტყვილა ნუ ეუბნები, მაგენისთვის 10 ლარი ღირს!!!"
ჩემმა რეაქციამ არ დააგვიანა - როგორ-თქო?
მერე იყო მცირე კამათი, დარწმუნება რომ ეს არასწორია, არასამართლიანია, დისკრიმინაციაა....
იქითა მხარე ჯიუტად მიმტკიცებს, ეს გენაცვალე კერძო ბიზნესიაო... ყველა ქვეყანაში "აგრეაო"...
მოკლედ, საბოლოოდ 8 კი გადავიხადეთ და "გამონაკლის დავუშვებ" ტექსტით კი გამომაცილეს, მაგრამ ახლა გამიჩნდა კითხვა:
- იმატებს თუ არა ბენზინის ხარჯი მაშინ, როდესაც "უცხო ნაციის" წარმომადგენელი ზის მანქანაში?
- იზრდება თუ არა მანძილი ქობულეთიდან ქუთაისამდე ან პირიქით, როდესაც მასზე უცხოელი გადაადგილდება?
- მძღოლი ხომ არ ხარჯავს უფრო მეტ ენერგიას მათ მომსახურებაზე?
- იცვლება თუ არა სერვისის მიწოდების ფორმა ან თავად სერვისი მაშინ, როდესაც "უცხო ნაციის" წარმომადგენელია "მარშუტკაში?"- წერს ირაკლი თევზაძე.