Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ხუთი შვილის მამას დავწერეთ ჯვარი, აღვავლინეთ ლოცვები ჯანგატეხილების სახელზე,'-როგორ აღნიშნეს ქუთაისში სვეტიცხოვლობა

თარიღი : 14-10-2019, 17:31 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა-ლოცვა საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში, მათ შორის ქუთაისის ტაძრებში, დილიდანვე აღევლინებოდა. საზეიმო წირვის გარდა, პატრიარქის კურთხევით და ჩოხოსანთა საზოგადოების იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში ტრადიციული ჯვრისწერა ჩატარდა. ჯვარი აღნიშნულ ტაძარში ექვსმა წყვილმა დაიწერა.

„პირველ რიგში მოგილოცავთ დღევანდელ დღეს. შეგეწიოთ სვეტიცხოვლის დღის მადლი. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს ჩოხოსნების იმერეთის ორგანიზაციამ ტრადიცულად რამდენიმე წყვილს დაწერა ჯვარი ბაგრატის ტაძარში. სხვა ტაძრებშიც ჩატარდა იგივე ცერემონიალი, თუმცა ჩვენ ბაგრატის ტაძარში ვიყავით, რადგან ეს ტაძარი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა. სასიხარულო ის იყო, რომ წყვილებს ორი ბერმონაზონი მამა გიორგი და მამა იაკობი წერდა ჯვარს. ექვსს წყვილს დავწერეთ ჯვარი. მიხარია, რომ მათ შორის ერთი ხუთი შვილის მამა იყო. ასევე აღვავლინეთ საჯანმრთელო ლოცვები ჯანგატეხილების სახელზე, მოვიხსენიეთ ჩვენი მიცვალებულებიც. ხვალ მოწამეთობა თენდება, გაგითენდეთ მრავალი დღეები,'-აცხადებს ჩოხოსანთა საზოგადოების იმერეთის ორგანიზაციის წინამძღოლი ლევან როხვაძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 552-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ბაგრატის მონასტრის უკანა ეზოში მდებარე ძველ ეკლესიაში, რომელიც დღემდე ყველას დაკეტილი ჰგონია, წირვა-ლოცვა აღევლინება.
23 წელია, რაც მამა ზინობი წირვა-ლოცვას ღია ცის ქვეშ აღავლენს. 17 წელი ბაგრატის ტაძრის წინამძღოლი იყო. მას შემდეგ, რაც
წირვა ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ აღავლინა.
გუბერნატორი და მერი ტაძარში 23:00 საათზე მივლენ, სადაც სადღესასწაულო წირვა-ლოცვას დაესწრებიან.

ამინდი