Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ციხეში პატიმრების დაშინების მეთოდის შემუშვების იდეით გამოდის

თარიღი : 14-10-2019, 14:01 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნები"-დან ალეკო ახალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა გაუმჯობესებული მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. იგი ამ „მიღწევას“ „ქართულ ოცნებას“ უკავშირებს.

„მისასალმებელია და მიღწევაა ის, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში რადიკალურად დადებითისკენ შეიცვალა სიტუაცია. ამასთან, უნდა ითქვას,რომ სერიოზულად ჩამაფიქრა სასჯელმოხდილის მიერ გაკეთებულმა უჩვეულო დასკვნამ, რომ თავისუფლებაზე ყოფნის დროს, თუ ადამიანს "ნაცების" რეჟიმის დროს ბევრ შეურაცხყოფაზე უწევდა თვალის დახუჭვა, რადგან არავის არ უნდოდა სააკაშვილისა და ახალაიას აუტანელი ციხეების ხეხვა, ახლა იგი ისე აღარ მოითმენს და დაუფიქრებლად დაიცავს საკუთარ ღირსებას, რადგან დღეს, ციხეებში არსებული მდგომარეობა და პირობები, ძველებურად აღარ აშინებს,"-ამბობს ახალაძე.

ალეკო ახალაძე დანაშაულის ზრდასა და სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმართა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას შორის გარკვეულ შესაძლო კავშირსა და კანონზომიერებაზეც საუბრობს. 

"თუ პოტენციური დამნაშავისთვის არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს ციხეში მოხვედრა, იგი სამწუხაროდ უფრო თამამია დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილების მიღებაში.
დავასწრებ მკითხველის გონებაში გაჩენილ მოსაზრებას და ვიტყვი, რომ საუბარი იქეთკენ არ მიმყავს, თითქოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმართა მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახველი დამოკიდებულების აღდგენის მომხრე ვიყო. რა თქმა უნდა - არა! თუმცა, მიმაჩნია, რომ სასწრაფოდ არის მოსაფიქრებელი ისეთი ქმედითი პრევენციული ღონისძიებები ,რომლებიც ციხეებში პირობების გაუმჯობესების მიუხედავად, მის პარალელურად, ადამიანს არავითარ შემთხვევაში არ აფიქრებინებდა დანაშაულის ჩადენასა და სასჯელის იოლად მოხდის შესახებ და პირიქით, დააშინებდა კიდეც და ხელს ააღებინებდა მას უმნიშვნელო უკანონობის ჩადენისგანაც. ალბათ, გასამკაცრებელია დამოკიდებულება დანაშაულის ჩამდენების მიმართ მანამ, სანამ ისინი დანაშაულს ჩაიდენენ, რადგან "ნაცების" მმართველობის პერიოდთან შედარებით, იცის რა, რომ ციხეებში ადრინდელი აუტანელი პირობები არ არის -დღეს, პოტენციური დამნაშავე უფრო დაუფიქრებლად მიდის ციხეში, რაც ზოგადად მიუღებელია და აუხსნელია, თუმცა ფაქტია და ეს დანაშაულის რაოდენობის ზრდასაც უწყობს ხელს!

ვფიქრობ, აუცილებელია იმაზე ფიქრიც,რომ ადამიანის უფლებების დაცვის აღიარებული საერთაშორისო ნორმების ჩარჩოებში, ციხეებში დამნაშავეთა მიმართ, მოფიქრებული იქნას და დაწესდეს ურთიერთობის ისეთი ფორმები რომელთა წარმოდგენაც კი, პოტენციურ დამნაშავეებში გააძლიერებს თავშეკავებას და მორიდებას დანაშაულის ჩადენის კუთხით! ...ოღონდ, კვლავ ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ნებისმიერი ახალი პრევენციული ღონისძიება მკაცრად უნდა პასუხობდეს ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს!

დარწმუნებული ვარ, პრობლემის ასეთი კუთხით წარმოჩენა ბევრისთვის უცხოა და შესაძლებელია საკამათოც,მაგრამ ჩვენ საერთო სოციუმის წევრები ვართ და კარგი იქნება და აუცილებელიც, თუ საერთო ძალისხმევით ვიბრძოლებთ მის დასაძლევად!“- ამბობს ახალაძე.


ნანახია: 522-ჯერ

მსგავსი სიახლეები
topnews.com.ge დაინტერესდა გაეგო, შეიცვალა თუ არა პატიმართა მდგომარეობა ახალი ხელისუფლების პირობებში და ამჟამად რა პრობლემებზე
ციხის სკანდალური კადრების გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგ ციხეებში სიტუაცია ისევ საგანგაშოა.
სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის პატიმრებს მაღალი და დაბალი რისკის მატარებლებად დაყოფენ და სასჯელაღსრულების
პატიმრების ახლობლები ციხეში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ.

ამინდი