Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რით ხსნის ქუთაისის მერია ტაბიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გახანგრძლივებას

თარიღი : 14-10-2019, 13:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ტაბიძის ქუჩა კვლავ დაუსრულებელია. აღნიშნულ ქუჩაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე მერვე თვეა მიმადინარებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თავდაპირველად შპს „ჯეო სერვისი“ ახორციელებმა, თუმცა  მიმდინარე წლის ივნისში, მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა და 126 000 ლარით დააჯარიმა. მერიაში მაშინ აცხადებდნენ, რომ მიზეზი "ჯეო სერვისის" მიერ მისი კონტრაქტორისთვის თანხის გადაუხდელობა იყო. ამის შემდეგ ახალი ტენდერი გამოცხადდა და ქუჩაზე გზის საფარის მოწყობა შპს „პალადას“ გადაებარა. ამ უკანასკნელს სამუშაოები 24 სექტემბერს უნდა დაესრულებინა, თუმცა რეაბილიტაციის პროცესი დღემდე გრძელდება.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ტაბიძის ქუჩაზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ხარვეზების გამოსწორება. რაც შეეხება კომპანია შპს „პალადას“ მიერ ვადაგადაცილებს, როგორც მერიაში განმარტავენ, აღნიშნულის გამო მას დააჯარიმებენ.

„ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხარვეზების გამოსწორება. ხარვეზებში ვგულისხმობ მაგალითად, სანიაღვრე სისტემას, რომელსაც ჰქონდა პრობლემა, მაგრამ ამ ეტაპზე აღმოფხვრილია. ასევე საკანალიზაციო ჭები, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, არ არის ქალაქის ბალანსზე აღრიცხული ქონება, ამის გამოსწორება ხდება ახლა. ამ ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ უკვე სრულად გავხსნით ქუჩას. ძირითად ნაწილზე საავტობომილო მოძრაობა აღდგენილია. რჩება მხოლოდ ის მონაკვეთი, სადაც ჩვენმა ააიპმა უნდა მოაწყოს გარე განათების ქსელი. აღნიშნული პროექტის შემადგენლობაში არ შედის. შესაბამისად პროქტისგან დამოუკიდებლად განხორციელდება. ახალი სანათები დამონტაჟებულია, უახლოეს დღეებში მოხდება ამ სანათების ექსპლუატაციაში მიღება.

სამუშაოების დასრულების თარიღი იყო 24 სექტემბერი. ამიტომ ძირითად სამუშაოების დასრულებასა და დასრულების სახელშეკრულებო თარიღს შორის არსებული განხვავების გამო კომპანიას ეკისრება ჯარიმები, რომელიც საბოლოო მიღება- ჩაბარების ანგარიშწორების დროს იქნება გათვალისწინებული,“- აცხადებს ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე მირზა ხიდაშელი.

შეგახსენებთ, რომ ტაბიძის ქუჩაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 213-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია არასამთავრობო ორგანიზაცია 'ევროპა ჩვენი სახლია'-ს დამფუძნებლის, თორნიკე ბარათაშვილის მიერ ასათიანის ქუჩაზე,

ამინდი