Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მსოფლიოში იშვიათად მოიძებნება ისეთი ქვეყანა, სადაც ამდენი უბედურება ხდება შრომის ადგილებზე"

თარიღი : 13-10-2019, 15:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამშენებლო სექტორში წინა წლებთან შედარებით, უბედური შემთხვევებისა და ადამიანების დაშავების სტატისტიკამ იკლო-ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews. com.ge-ს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის კოორდინატორმა ირაკლი მხეიძემ განუცხადა.

„შრომის უსაფრთხოების წესები ძალიან ხშირად ირღვევა. განსაკუთრებით სამშენებლო სექტორში. ჩვენ, საქართველოს პროფკავშირები აქტიურად ვთანამშრომლობთ შრომის ინსპექციასთან. კონკრეტულ შემთხვევებს გამოვავლენთ, ვიღებთ სურათებს, ვიდეოებს, სად რა არის დარღვეული, ვთხოვთ მოქალაქეებს რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, შემდეგ ამას ვასაბუთებთ მტკიცებულებებით და ვუგზავნით შრომის ინსპექციას, რათა მონიტორინგი განახორციელონ. უნდა ვთქვა ისიც, რომ პირველი წელია 2019 წელი, როდესაც სამშენებლო და სხვა სექტორებში უბედური შემთხვევების, ადამიანების დაშავების სტატისტიკამ იკლო. წინა წლებთან შედარებით, ამ წლის სტატისტიკა ამ კუთხით შედარებით უკეთესია. თუმცა მინდა გითხრათ, რომ თუ პროცენტულად შევადარებთ მოსახლეობის რაოდენობას, მსოფლიოში ძაან იშვიათად მოიძებნება ისეთი ქვეყანა, სადაც ამდენი უბედურება ხდება შრომის ადგილებზე.

2019 წლიდან შრომის უსაფრთხოების კანონი გავრცელდა ყველა სექტორზე. როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორი ვალდებულია დაიცვას შრომის უსაფრთხოების წესები, დანერგოს პრევენციის სისტემა და ა.შ.

იმედი გვაქვს, რომ გააუმჯობესებს კანონში შესული ახალი ცვლილებები მდგომარეობას, თუმცა ეს საკმარისი არ არის,“ - აცხადებს ირაკლი მხეიძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 517-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2016-2017 წლებში
2017 წლის 10 თვის მონაცემებით კი საწარმოო პროცესში დაღუპულთა რაოდენობა ოცდაექვსია.
აღნიშნულს 'შრომის უსაფრთხოების შესახებ' კანონი ითვალისწინებს, რომლის სანქციების ნაწილი ძალაში მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან

ამინდი