Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'თუ არ მოგწონს, წადი,'-რისი ეშინიათ ქუთაისში დასაქმებულებს და რატომ ამბობენ უარს საკუთარი უფლებების დაცვაზე

თარიღი : 12-10-2019, 16:21 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხელფასების დაქვითვა, ზეგანაკვეთური სამუშაოს არ ანაზღაურება, ფუნქციების გაუმიჯნაობა, წერილობითი ხელშეკრულებების არ არსებობა, დასაქმებულებთან უხეში საუბარი, დაბალი ხელფასები და ა.შ -აღნიშნული პრობლემებით ქუთაისის სუპერმარკეტების ქსელ „დეილისა“ და „სპარის“ ფილიალებში მომუშავეებმა  საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის კოორდინატორს ირაკლი მხეიძეს მიმართეს. მათ სამუშაო პირობების გაუმჯობესება და თავიანთი უფლებების დაცვა მოითხოვეს. როგორც ირაკლი მხეიძე იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებს, აღნიშნული პრობლემები თითქმის ყველა სავაჭრო ფილიალში ხდება, თუმცა დასაქმებულები დამსაქმებელთან ურთიერთობის გაფუჭების ან კიდევ სამსახურის დაკარგვის შიშის გამო, ღიად ვერ საუბრობენ.

„ეს არ არის მხოლოდ „დეილის“ და „სპარის“ პრობლემა, ეს ხდება ბევრ ქსელში. პრობლემები ბევრია. ერთ-ერთია ხელფასების დაქვითვა. ანუ თუ მაღაზიაში არის დანაკლისი ნავაჭრსა და დარჩენილ პროდუქტს შორის როცა ხდება აღწერა, ამ დანაკლისის ანაზღაურებას თხოვენ კონსულტანტებს. დამსაქმებლები მიიჩნევენ, რომ ეს არის კონსულტანტის ბრალი, რომ მათ ყურადღება უნდა მიექციათ. მგავსი ქმედებები სრულიად უკანონოა.

ჩვენ პერიოდულად ვაკითხავთსხვადასხვა სავაჭრო ობიექტების ქსელებს, ერთი ასეთი მონიტორინგის დროს რამდენიმე დასაქმებული „დეილისა“ და „სპარის“ ქსელიდან დამიკავშირდა. მათ გარდა სხვა ქსელების კონსულტანტებიც დამიკავშირდნენ, მაგრამ მათ რატომღაც იურიდიული დავა არ მოინდომეს და მხოლოდ კონსულტაციით შემოიფარგლენ, რადგან ეშინიათ, რომ თუ ხმამაღლა გააჟღერებენ პრობლემებს, ამის გამო გაუფუჭდებათ დამსაქმებელთან ურთიერთობა.

მე ყველა ადამიანს, ვისაც დამსაქმებელთან პრობლემა აქვს, ვურჩევდი, აუცილებლად მოაგვმართონ პროფკავშირებს, ჩვენ სრულიად უსასყიდლოდ გავუწევთ მომსახურებას,“ - აცხადებს ირაკლი მხეიძე.

ირაკლი მხეიძე დასამებულებს თავიანთი უფლებების დაცვისთვის მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მთავარია დასაქმებულები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები იყვენ.

„ხელფასების დაქვითვის გარდა, სხვა პრობლემებიცაა. მაგალითად, თუ შრომითი ხელშეკრულების თანახმად დასაქმებულებმა 40 საათი უნდა იმუშაონ, ისინი მუშაობენ 60, 65 საათს და ეს ზეგანაკვეთური მუშაობა არ უნაზღაურდებათ. გარდა ამისა, ხდება ფუნქციების გაუმიჯნაობა. თუ ადამიანი დასაქმებულია კონსულტანტად და მას არ ევალება ვთქვათ რაიმე ტვირთის გადაზიდვა, სხვა ფუნქციების შესრულება, მაინც ავალებენ. ხელფასების დაგვიანებაც ნორმად აქციეს უკვე. დასაქმებულებს ელაპარაკებიან უხეშად. ანუ გაწერილი არაა ვინაა მენეჯერი, რა უფლებები აქვს მას. სუპერვაიზერიც მათი უფროსი გამოდის, მენეჯერიც, ყველა მათი უფროსია. ყველა შენიშვნებს და რაღაც მითითებებს აძლევს. გაწერილი არ აქვთ უფლება-მოვალეობები, არც ხელშეკრულებები აქვთ დადებული. ეს პირველ რიგში დამსაქმებლის ბრალია, მაგრამ თვითონაც თუ დასაქმებულები აქტიურობას არ გამოიჩენენ, პრობლემები თავისთვის არ მოგვარდება. აქვთ ასევე ძალიან დაბალი ხელფასები, რომლის მომატებასაც არავინ ითხოვს. ამ დროს ხშირად იციან დამსაქმებლებმა „თუ არ მოგწონს წადიო“, ეს არ არის ცივილიზებული მიდომა შრომითი დავების მიმართ. მთავარია დასაქმებულებს შორის იყოს სოლიდარობა. როცა მთელი კოლექტივი რაღაცას ითხოვს, ეს უფრო დიდი წნეხია დამსაქმებლისთვის. თუ დასაქმებულები ერთობლივად უარს იტყვიან მუშაობაზე და გაფიცვის უფლებას მოითხოვენ, ასეთ დროს დამსაქმებელს ეკონომიკური ზარალის მიღებასა და ბიზნესისთვის რეპუტაციის შელახვას ურჩევნია მათი სამართლიანი მოთხოვნები დააკმაყოფილოს,"- აცხადებს ირაკლი მხეიძე.

ირაკლი მხეიძის თქმით, შრომითი ინსპექცია შრომის უფლებებზეც უნდა გავრცელდეს და სახელმწიფომ აქციურად უნდა გამოიკვლიოს შრომის უფლებრივი მდგომარეობა, რა ხდება ამა თუ იმ კომპანიაში.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 685-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე, 100-მდე დასაქმებულმა, საფრთხის შემცველი შრომის პირობებისგან
კვლევამ ასევე გამოავლინა არანორმირებული, ზეგანაკვეთური შრომის პრობლემაც, რაც ამგვარი წესით არ ანაზღაურდება.

ამინდი