Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ხდება ჩვენს ორგანიზმში, როდესაც ბროწეულს მივირთმევთ და რატომ არის ის ბავშვებისათვის აუცილებელი

თარიღი : 12-10-2019, 15:50 | კატეგორია: სხვადასხვა   
topnews.com.ge
ბროწეულში შემავალი 15 ამინომჟავიდან 5 შეუცვლელია. იგი მდიდარია К, С, В9, В6 ვიტამინებითა და მინერალებით (კალიუმი, სპილენძი, ფოსფორი).

ამასთან, ბროწეული დაბალკალორიული პროდუქტია.

ბროწეული ამაგრებს გულს. მასში უხვადაა პუნიკალაგინი (Punicalagin). ეს ნივთიერება ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და ზრდის ანტიოქსიდანტურ სტატუსს. იგი ასევე ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და აქვეითებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს.

ბროწეული ხელს უშლის ართროზის განვითარებას. იგი მდიდარია К ვიტამინით, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლებისა და შემაერთებელი ქსოვილის ნივთიერებათა ცვლაში, კალციუმის ათვისებაში. ბროწეული აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დეფორმაციას, ხსნის ანთებასა და ამცირებს შეშუპებას.

ბროწეული კარგია კბილებისთვის. მისი წვენი ხელს უწყობს კბილის ნადების მოცილებას, გააჩნია ანტიმიკრობული და ანტივირუსული თვისებები, ასუფთავებს პირის ღრუს ბაქტერიებისგან, რის გამოც მცირდება ღრძილების დაავადებების განვითარების რისკი.

ბროწეული იცავს ორგანიზმს კიბოსგან, მისი რეგულარული მიღება რამდენადმე ამცირებს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს. ბროწეულის წვენი აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას.

ბროწეული აძლიერებს იმუნიტეტს, С ვიტამინის შემცველობის ხარჯზე.

ბროწეული აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ბროწეულის წვენი ზრდის მადას და შესანიშნავად უმკლავდება წყურვილის გრძნობას.

ბროწეული ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. აუმჯობესებს ეპიდერმისის უჯრედების რეგენერაციას.

ბროწეული ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინს. ბროწეულის წვენს ხშირად ნიშნავენ ანემიების დროს, ნახევარი ჩაის ჭიქის ოდენობით, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ბროწეული ნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის დროს. თუმცა სჯობს ამ შემთხვევაში მივიღოთ წყლით გაზავებული ბროწეულის ახლად გამოწურული წვენი.

ბროწეულის ექსტრაქტი მედიცინაში ხშირად გამოიყენება როგორც ანტი-age დანამატი. იგი აფერხებს კანის დაბერების პროცესს და ხელს უშლის ასაკობრივი პიგმენტური ლაქების წარმოქმნას.

gemrielia.ge


ნანახია: 365-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შრომის უნარს ზრდის ახლად გამოწურული ბროწეულის წვენი, რომლის სასარგებლო თვისებებს განსაზღვრავს მასში შემავალი მაგნიუმი, კალიუმი,
ბრიტანელმა დიეტოლოგებმა ტვინის მუშაობის გამააქტიურებელი საკვები პროდუქტების სია შეადგინეს.
კოფეინი აჩქარებს მეტაბოლიზმს.
თურმე სირბილი სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს. ვირთაგვეზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ცხოველებზე რეგულარული
თუ ცივ წყალს ჭამის პროცესში მიირთმევთ, გასუქების საფრთხე ორჯერ გაიზრდება.
ის დაავადებების პროფილაქტიკის მარტივი და იაფი საშუალებაა.

ამინდი