Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი, რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე წმინდა გიორგის ბარელიეფის ჯრუჭის მონასტერში დაბრუნებაში მიიღებს მონაწილეობას

თარიღი : 10-10-2019, 20:22 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი   
topnews.com.ge
11 ოქტომბერს წმინდა გიორგის ბარელიეფს ჯრუჭის მონასტერში დააბრუნებენ.

საჩხერის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე 11 ოქტომბერს წმინდა გიორგის ბარელიეფის ჯრუჭის მონასტერში დაბრუნებაში მიიღებს მონაწილეობას.

ჯრუჭის მონასტერი 1991 წლის მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია. მონასტრის სიწმინდეების ნაწილი დაიკარგა, ნაწილი - სხვადასხვა მუზეუმში განთავსდა.

წმინდა გიორგის ბარელიეფი განადგურებას ისტორიკოსმა მიხეილ გოგატიშვილმა გადაარჩინა და სოფელ ქორეთის საჯარო სკოლაში, თავისსავე დაარსებულ მუზეუმში დააბრძანა, ხვალ კი მას მსოფლიოს ყველაზე ძლიერი საჩხერელი ისტორიულ ადგილზე დააბრუნებს.

ჯრუჭის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და წელსაც აქტიურად მიმდინარეობს.


ნანახია: 185-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტი გარდამავალია და 2 წლიანი სამუშაოების შესასრულებლად სატენდერო ღირებულება 685 000 ლარს შეადგენს.
მძიმე წონოსნებში რიოს ოლიმპიადის ტრიუმფატორები, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძე გამოვიდნენ.
აღნიშნული ხატი ხონის წმინდა გიორგი სახელობის ტაძრიდან 1923 წელს კომუნისტების მიერ განხორციელებული დარბევის დროს დაიკარგა.
წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში ასობით მომლოცველია შეკრებილი.
შეგახსენებთ, რომ გიორგობას გოგნში ტრადიციულად მე-8 საუკუნიდან აღნიშნავენ.
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სოფელ ოფშკვითის ცენტრში მდებარეობს.

ამინდი