Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'იქვითება ხელფასები, არ ანაზღაურდება ზეგანაკვეთური მუშაობა, მენეჯერები უხეშად ესაუბრებიან დასაქმებულებს,'- რა მდგომარეობაა ქუთაისში, 'დეილი'-სა და 'სპარი'-ს სუპერმარკეტებში

თარიღი : 10-10-2019, 09:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის კოორდინატორი ირაკლი მხეიძე ქუთაისის სუპერმარკეტებში დასაქმებულთა უფლებების დარღვევაზე საუბრობს. კერძოდ, საქმე ეხება "დეილსა" და "სპარის" სუპერმარკეტების ქსელების ქუთაისის ფილიალებში მომუშავეებს.

"საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისათვის, ცნობილი გახდა, რომ ,,სპარისა’’ და ,,დეილის’’ სუპერმარკეტების ქსელების ქუთაისის ფილიალებში ირღვევა დასაქმებულთა (ძირითადად, კონსულტანტების უფლებები). ეს დარღვევები გამოიხატება იმაში, რომ არ არის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულებები, იქვითება ხელფასები, არ ანაზღაურდება ზეგანაკვეთური მუშაობა, მენეჯერები უხეშად ესაუბრებიან მათ და ა.შ.

თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს შეეხო მსგავსი პრაქტიკა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისს. ჩვენი დახმარება უფასოა. 555 599191,"-ამბობს ირაკლი მხეიძე.


ნანახია: 243-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ელექტრო საამქროს ელ-მონტიორი 50 წლის მამუკა ნებიერიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ძაბვის ქვეშ აღმოჩნდა, რის
არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფესიული კავშირების გაერთიანების ერთობლივი განცხადება სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა სიცოცხლის
ზოგადი წესის მიხედვით, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 40 საათს არ უნდა აღემატებოდეს.

ამინდი