Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ფეკალური მასები თავზე გვესხმება, 27 წელი საღორეში გავატარეთ და ახლა მაინც მოგვხედეთ,'-დევნილების პროტესტი წყალტუბოში

თარიღი : 9-10-2019, 19:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოში, გურამიშვილის ქუჩაზე არსებულ სანატორიუმ „აიაში“ შესახლებულმა დევნილებმა აქცია გამართეს. ისინი უკვე 27 წელია აუტანელ პირობებში ცხოვრობენ და ბინებს ითხოვენ. მათი თქმით, კორპუსი ძალიან ძველია და საცხოვრებლად უვარგისია. არ აქვთ გათბობა, მოუწესრიგებელია საკანალიზაციო მილები, დაბზარულია კედლები, ოთახები დასირისტებულია. შიშველ მდგომარეობაშია ელექტროენერგიის გადამცემი მავთულები. წვიმის დროს ჭერიდან წყალი ჩამოედინება და შესაძლოა ნებისმიერ დროს ცეცხლი გაჩნდეს.


„პრობლემები უამრავია, არის გაუსაძლისი სირისტი, ბავშვები ავადდებიან, 2, 3, 4, თუნდაც 18 წლის მოზარდები წელიწადში ოთხჯერ მაინც სავადმყოფოში გვიწვენია. კედლები დაობებულია, სოკოებია ამოსული. წვიმის დროს წყალი ჩამოდის, ამას ვინ ჩივის კიდე, საკანალიზაციო მილები მოუწესრიგებელია და ფეკალური მასები გვესხმებს. ეს ძველი შენობაა და რაც არ უნდა უცნაური იყოს, საკანალიზაციო ტრუბები ზევითაა დამონტაჟებული, გასკდა ეს მილები და გვესხმევა თავზე. არც გაზიფიცირებაა. შეშის ფული კიდევ ყველას არ აქვს. საჭმელი რაზე გავაკეთოთ? ერთი მანქანა შეშა 700- 800 ლარი ჯდება. არ გვაქვს არანაირი შემოსავალი და რითი გადავიხადოთ?

27 წელიწადია ხალხი ელოდება ბინებს, მაგრამ არავითარი პერსპექტივა არაა, დაპირებების მეტი. ნახევარზე მეტი ისე გარდაიცვალა ამ კორპუსში, ბინის მოლოდინში ამოხდათ სული. მაინც და მაინც სანატორიუმი უნდა გადატყდეს შუაზე, საცხოვრებლად უვარგისი რომ დაერქვას და ხალხმა ბინები მიიღოს? ვითხოვთ დროულად მოგვცენ ბინები. 27 წელიწადი პატარა დრო არაა, ესაა ხალხნო ცხოვრების ნახევარი, იმიტომ რომ ხალხი 60 წლამდე ძლივს აღწევს, მით უმეტეს ამ პირობებში. ამდენი წელი საღორეში გავატარეთ და ახლა მაინც მოგვხედეთ,"- ამბობს ირმა ფანგანი.

აქციის მონაწილეებს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა.

„აქ ცხოვრობს 50-მდე ოჯახი. 27 წელია ისინი გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. ცენტრალურ ხელისუფლებას მივმართავ, წარმოიდგინეთ რომ თქვენი მცირეწლოვანი ბავშვები ასეთ პირობებში გყავთ. რას იზამდით? თქვენში ზნეობის რაიმე ნაპერწკალი არის? მარტო ენის ლაშუნი იცით თურმე როგორ ააყვავეთ დემოკრატია და დაამხეთ დიქტატურა, ამას რამე აქვს დემოკრატიის? არ დაეხმარებით ამ ადამიანებს და მივმართავს აქციებს, გზის გადაკეტვებს, შიმშილობას და ა.შ“ - აცხადებს გოგი წულაია.


ნანახია: 189-ჯერ

მსგავსი სიახლეები
20 წელზე მეტია, ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ
აქციის მონაწილეებმა კორპუსებში ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟება და სანატორიმში არსებული მძიმე პირობები გააპროტესტეს.

ამინდი