Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ტორპედოს' ფეხბურთელთა დიდი ნაწილი კლუბის სამწვრთნელ ბაზაზე ცხოვრობს. ელემენტარულია, ხომ უნდა იკვებონ?! დღეს უკვე აღარც მაგის საშუალებაა!'

თარიღი : 9-10-2019, 17:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედო"-ს კაპიტანი როინ კვასხაძე ფეხბურთელების გადაწყვეტილებას განმარტავს. კვასხაძის თქმით, გუნდში იმდენად რთული მდგომარეობაა, გაჩერება და ვარჯიში შეუძლებელია, რის გამოც ფეხბურთელები ვარჯიშზე უარს ამბობენ.

"მინდა, გულშემატკივარმა სწორად გაიგოს ჩვენი პოზიცია. "ტორპედოდან" არცერთი ფეხბურთელი წასულა. პირიქით, ძალიან გვინდა გავიდეთ, ვივარჯიშოთ, მოახლოებულ მატჩებს სათანადოდ მომზადებულები შევხვდეთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ, მაგრამ, სამწუხაროდ, იქამდე მივედით, რომ ეს ფიზიკურად აღარ შეგვიძლია.

ფეხბურთელთა დიდი ნაწილი კლუბის სამწვრთნელ ბაზაზე ცხოვრობს. ელემენტარულია, ხომ უნდა იკვებონ?! დღეს უკვე აღარც მაგის საშუალებაა! სავარჯიშო პირობები არაა, მომავალი გაურკვეველია...

"ტორპედო" არ მიგვიტოვებია! უბრალოდ, იმდენად რთულ პირობებში ვართ, ძველებურად გაჩერება შეუძლებელია.

პირადად ჩემთვის "ტორპედოს" დაშლა ძალიან მტკივნეული იქნება. "ტორპედო" არაა რიგითი კლუბი, მას გაფრთხილება უნდა. დღეს "ტორპედო" ჩვენს თვალწინ იშლება და რაღაც უნდა ვიღონოთ...,"-ამბობს კვასხაძე.


ნანახია: 253-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეხვედრა ანგარიშით 1:2 დასრულდა.
მატჩზე მიმავალი გულშემატკივრები პოლიციამ გორში გააჩერა.

ამინდი