Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ოპერის თეატრი 51-ე სეზონს ქართული ოპერის პრემიერით ხსნის

თარიღი : 9-10-2019, 12:04 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, ანონსი   
topnews.com.ge
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 51-ე თეატრალურ სეზონს პრემიერით გახსნის.11 და 13 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნება ქართული მუსიკის კლასიკოსის ვიქტორ დოლიძის შესანიშნავი ოპერა „ქეთო და კოტე“.

სპექტაკლი მოამზადა დამდგმელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილის, რეჟისორ მაია გაჩეჩილაძის, მხატვარ თეო კუხიანიძის, ქორეოგრაფ ვახტანგ უშვერიძის შემადგენლობით.

საპრემიერო წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებს ქუთაისის ოპერის თეატრის გუნდი, ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი.

მთავარ როლებს შეასრულებენ თეატრის სოლისტები: ბადრი ადამია (კოტე), ბაკურ კვირიკაშვილი (ლევანი), ფერიდე ჯინჯიხაძე (მარო), კალისტრატე ხარჩილავა (მაკარი), მარიკა მაჩიტიძე, სოფიო ბერიშვილი (ქეთო), ემილ ჩარგაზია (საქო), იაგო ბუხრიკიძე (სიკო), მაია ნიკოლაძე (ბარბალე), ნათია სტეფანიშვილი, ინგა ფუტკარაძე (ბაბუსი).

“ქეთო და კოტეს“ დადგმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.


ნანახია: 136-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულთან დაკავშირებით 19:00 საათზე, ოპერაში ჯუზეპე ვერდის ოპერის 'რიგოლეტო'-ს პრემიერა გაიმართება.
სეზონის გახსნაზე წარმოდგენილი იქნება ვ. დოლიძის სამმომედებიანი კომიკური ოპერა "ქეთო და კოტე".
ოპერის თეატრი სეზონს ოთარ თაქთაქიშვილის სამ მოქმედებიანი ოპერა - „მინდია“- თი დახურავს.
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი 4 აპრილს, 18 საათზე წარმოგიდგენთ რევაზ

ამინდი