Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათის სოფლებში მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

თარიღი : 9-10-2019, 11:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, ბაღდათი- ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე, სოფელ ფერსათის, პირველი ობჩის, მეორე ობჩის და ნერგეეთის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივებმა დღის წესრიგში შემდეგი საკითხები დააყენეს: შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, მინი სტადიონის მოწყობა და სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრა. სამთავრობო გუნდმა მოსახლეობის დასმულ პრიორიტეტებზე იმსჯელა და პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად, შესაბამის უწყებებთან კონსულტაციის შემდეგ დაიწყება.

ამ დრომდე კი აღნიშნულ სოფლებში ,,სოფლის მხარდამჭერი პროგრამის,, ფარგლებში ცენტრალური და შიდა საუბნო გზების ნაწილი უკვე მოწესრიგდა. ასევე, დამონტაჟდა გარე განათების ახალი ბოძები. მეორე ობჩაში, მოსახლეობის მოთხოვნით, ბიბლიოთეკა გაიხსნა, ხოლო სოფელ ნერგეეთში ამბულატორიისთვის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ორ თვეში დასრულდება.


ნანახია: 103-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღევანდელი შეხვედრა მოსახლეობის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა, ადგილობრივების მიერ ინიცირებულ პროექტებს ხელისუფლების

ამინდი