Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ეტალონი მოსწავლის გამოსავლენად კონკურსი მიმდინარეობს

თარიღი : 9-10-2019, 10:35 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის საჯარო სკოლებში „ეტალონის“ 2019-2020 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა. ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეეძლოთ.

ახალ სასწავლო წელს პირველად „ეტალონი“ სკოლებს პირველი ეტაპის ტესტირების 2 მეთოდს სთავაზობს: ონლაინ ან ნაბეჭდი ტესტირების სახით. ტესტირების მეთოდს კი თავად სკოლა არჩევს.
პირველი ეტაპის ტესტირებას თითოეულ სკოლაში „ეტალონის“ პედაგოგები უწევენ ორგანიზებას - არეგისტრირებენ და ამზადებენ ტესტირებისათვის მოსწავლეებს, აკვირდებიან ტესტირების პროცესს და აფასებენ მოსწავლეთა შედეგებს.

II ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „ქუთაისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე, ვინც მინიმალურ ქულათა ბარიერს გადალახავს „ეტალონისგან“ სპეციალური სერთიფიკატით დაჯილდოვდება.
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში შესარჩევი ტესტირებები იმართება, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. მესამე ეტაპით კი - კონკურსი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.


ნანახია: 108-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლადო მესხიშვილის ქუთაისის დრამატულ თეატრში ქალაქის 40 სკოლის მოსწავლე ერთმანეთს "ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მოსაპოვებლად
მარიამ ფცქიალაძის საგულშემატკივროდ სპორტის სასახლეში იმყოფებოდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების
ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალში 82 მოსწავლე მონაწილეობდა, მათ შორის თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან-სოფ. ქვედა სიმონეთის მე-10
ხარაგაულის კინოთეატრში ინტელექტ-ჩემპიონატ 'ეტალონის' ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.
გთავაზობთ, ქუთაისის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს.

ამინდი