Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ჩვენ მოვდივართ თქვენთან, რათა თქვენს მიერ დასახელებული პრიორიტეტებიდან გამომდინარე ერთად განვავითაროთ სოფელი"

თარიღი : 7-10-2019, 22:35 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
გრძელდება ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები და ღია დიალოგი ჭიათურის მოსახლეობასთან.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, პარლამენტარი გენადი მარგველაშვილი, ჭიათურის მერი გივი მოდებაძე და მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე სოფელ ვაჭევის, ღვითორის, მელუშეეთისა და წინსოფელის მოსახლეობას შეხვდნენ.

გამართულ შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს მთავრობის გეგმები გააცნეს. მათ შორის დაწვრილებით ისაუბრეს ჭიათურის სოფლების განვითარებაზე.

მოსახლეობამ განსაკუთრებით გამოყო გაზიფიცირების, სასმელი წყლით მომარაგებისა და შიდა საუბნო გზების პრობლემები.

"ჩვენ მოვდივართ თქვენთან, რათა თქვენს მიერ დასახელებული პრიორიტეტებიდან გამომდინარე ერთად განვავითაროთ სოფელი. დღევანდელი ხელისუფლებისთვის მთავარი მიზანიც სწორედ ისაა, რომ ქვეყანა სწორად განვითარდეს. ადგილობრივი ხელისუფლება უკვე მუშაობს მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირებაზე და თქვენს მიერ დაყენებული საკითხები ამ ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება,"- განაცხადა გივი მოდებაძემ.


ნანახია: 173-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი