Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

' დასაქმებულს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს კუთვნილი სატვირთო ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა,'- მორიგი მსხვერპლი ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე

თარიღი : 7-10-2019, 20:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე, კიდევ ერთი მუშა დაიღუპა.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, 41 წლის დასაქმებულს (თ.ჩ)სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის - ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს კუთვნილი სატვირთო ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ქვიშხეთის ტერიტორიაზე მოხდა.

"რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის სპეციალისტების წინასწარი მოკვლევის შედეგად დგინდება, რომ კომპანიის მხრიდან დარღვეულია სამუშაოების დაგეგმვისა და წარმოების უსაფრთხოების ნორმა და სტანდარტები.

ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ადმინისტრაციის მხრიდან, ამ დრომდე არ არის შესრულებული წლების განმავლობაში რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების მიერ, შრომის უსაფრთხოების კუთხით გაცემული რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ადგილზე დასაქმებულთა სიცოცხლეს უდიდეს საფრთხეს უქმნის.

ამ დრომდე სასამართლოს წარმოებაშია ორი მუშის საქმე, რომელიც აღნიშნულ გვირაბში, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგად დასახიჩრდნენ. მათ სამართლებრივ ინტერესებს, სამივე ინსტანციის სასამართლოში, პროფკავშირი წარმოადგენს!

კომპანიის მხრიდან ასევე იგნორირებულია სხვადასხვა პერიოდში გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები, არ სრულდება შრომის ინსპექციის მიერ გაცემული რეკომენდაციებიც, მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ, ადგილზე დასაქმებული ადამიანების სიცოცხლე, დღემდე რისკის ქვეშაა!

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს რკინიგზას, როგორც დამკვეთ ორგანიზაციას, მაქსიმალური ყურადღება მიაქციოს კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც უკვე წლებია დემონსტრაციულად არღვევს ქვეყანაში მოქმედ ყველა სტანდარტს და რეალურ საფრთხეს უქმნის რკინიგზელების სიცოცხლეს!

პროფკავშირი ასევე მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ მომხდარი ფაქტი და კომპანია დაისაჯოს უმკაცრესად!,"-ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.


ნანახია: 231-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამტრედიის რკინიგზაში საწარმოოს პროცესის დროს მუშაო დაიღუპა.
ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა.
სოფელ ბეჟათუბანში გაფიცვის მიზეზი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა მხრიდან უსაფთხოების ნორმების მოწესრიგების
სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო ახორციელებს.
ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე გუშინ ორი მუშა დაშავდა. სამუშოებს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბრიგადა“
დასაქმებულების განმარტებით, სარკინიგზო გვირაბში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის

ამინდი