Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ზამთარი მოდის და ამ ხალხს გაზი გაგუდავს და თვალებდაჭყეტილს ნახავენ, თუ სიცივისგან კბილებდაკრეჭილს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს,'-წყალტუბოში დევნილები გაზის გარეშე დატოვეს

თარიღი : 7-10-2019, 18:57 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრებმა დევნილებმა მათ საცხოვრებელ ბინებში ბუნებრივი აირის ჩაჭრის ფაქტი გააპროტესტეს.

ადგილობრივების თქმით, ბინებში ბუნებრივი აირი თავად "სოკარმა" დაამონტაჟა და გაუგებარია რა გახდა ბუნებივი აირის მრიცხველების დემონტაჟის საფუძველი.

წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩაზე დევნილთა ათი კორპუსია განთავსებული. დაახლოებით სამი კვირის წინ ბუნებრივი აირი ოთხსართულიან კორპუსებში იქ ჩაჭრეს, სადაც ღია სამზარეულოა. იძულებით გადაადგილებული პირები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

"8 წლის წინ მივიღეთ ეს ბინები და ბუნებრივი აირი შემოყვანილი დაგხვდა. ამ დრომდე არავის გახსენებია ჩვენი უსაფრთხოება და ახლა გვითხრეს, ღია სამზარეულო არ შეიძლებაო. არ გვეუბნებიან როდის ჩაირთვება ან რა გავაკეთოთ რომ ჩართონ. წინა ხელისუფლებას მოკითხეთ და დენი გამოიყენეთო. დენი რომ ჩავრთეთ, იმხელა გადასახადი მოგვივიდა და როგორ გადავიხდოთ, როცა შემოსავალი არ გვაქვს,"-აცხადებენ დევნილები.

აქციის მონაწილეებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. ოპოზიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ხელისუფლებას პრობლემის მოსაგვარებლად ერთკვირიან ვადას აძლევენ, უმოქმედობის შემთხვევაში კი გზების გადაკეტვით ემუქრებიან.

„ადგნენ და 50 ოჯახს გაზი ჩაუჭრეს. „სოკარი“ ალბათ თავის თავში მართალია. გახშირებული სიკვდილიანობაა გაზიდან და ეუბნება, რომ ამ პირობებში არ შეიძლებაო. მაგრამ, მე მგონია კალენდარს თუ დავხედავთ, მთავრობის წევრებს ვეუბნები, ზამთარი მოდის. ამ ხალხს გაზი გაგუდავს და თვალებდაჭყეტილს ნახავენ, თუ სიცივისგან კბილებდაკრეჭილს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი ერთია - გარდაიცვლები. ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და თავისი უგნურად გაკეთებული საქმე გამოასწოროს. მობრძანდეს, დაელაპარაკოს ამ ხალხს. თუ ერთ კვირაში პრობლემას არ გადაუჭრიან ამ ადამიანებს, მე მზად ვარ გადავაკეტინო მათ გზები, გავმართოთ მუნიციპალიტეტებთან აქციები, ბოლოს და ბოლოს მივიდეთ კანცელარიასთან და ვუთხრათ გახარიას მოდი, მოხედე ადამიანებს,“- აცხადებს წულაია.

დევნილთა შტაბში აცხადებენ, რომ ხელისუფლება პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს, თუმცა კონკრეტულად რა ზომებს მიმართავენ, აღნიშნულს არ აკონკრეტებენ.


ნანახია: 189-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იძულებით გადაადგილებული პირები მათ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის შეყვანას ითხოვენ.
ადგილობრივები განმარტავენ, რომ წლებია უშედეგოდ ითხოვენ გზისა და ბუნებრივი აირის პრობლემის მოგვარებას. დასახლებას, რომელიც ქუთაისს
ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე, სადაც ბუნებრივი აირი უკვე არსებობს, ბუნებრივი აირის შესაყვანად გზა გადათხარეს.
ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა აქციით გაიხსნა. მოქალაქეებმა ხელისუფლებას ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვა
ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ბუნებრივი აირი მოსახლეობას შეზღუდვით მიეწოდება.
ქუთაისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები დახმარებას ითხოვენ.

ამინდი