Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის ეკონომიკურ სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

თარიღი : 7-10-2019, 13:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითრების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მმართვის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე, კონკურსის წესით მირზა მამასახლისი დაინიშნა.

მირზა მამასახლისმა ქუთაისის 1-ელი საჯარო სკოლა დაამთავრა, სწავლობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (პროფესია იურისტი, ბაკალავრიატი), თბილისის ღია სასწავლო უნივერისტეტში ( პროფესია ბიზნეს-სამართალი, მაგისტრატურა), საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ( პროფესია საჯარო მმართველობა, დოქტორანტურა).

2010-2013 წლებში მუშაობდა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის პრეზიდენტად. 2014-2017 წლებში- იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სპეციალისტად. 2017-2019 წლებში იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი.


ნანახია: 941-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის რეგიონში პირველი პირის პოსტი 4 თვეა ვაკანტურია.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს.
ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა ზურა მარგველაშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

ამინდი