Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ, ბოროტი სული საშინლად ებრძვის ადამიანს და ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ"

თარიღი : 6-10-2019, 20:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ბოლო პერიოდში გახშირებულ თვითმკვლელობებს ეხმაურება. პატრიარქი თითოეულ ოჯახს მოუწოდებს სახლი თვეში ერთხელ მაინც აკურთხონ.

"მე კიდევ ერთხელ ყველას გეხვეწებით, დაიფარეთ ოჯახები თქვენი, დაიფარეთ შვილები. არავითარ შემთხვევაში წყევლა არ უნდა წამოგცდეთ შვილის ან ადამიანისადმი, ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის, ახლოს არის. წერია ბიბლიაში, როცა ბოროტი სული მიხვდება რომ აღსასრული მოდის მისი, აძლიერებს ბრძოლას ადამიანთან.

ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ. ბოროტი სული საშინლად ებრძვის ადამიანს და ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ. ყოველ დღე, საღამოს თქვენ უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს ოთახებს, თქვენს ეზო-კარს და აუცილებლად საღამოს, ძილის წინ ლოცვები წაიკითხოთ.

ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენი ახალგაზრდები თავს იკლავენ. ეს ყველაფერი ბოროტი სულის გავლენაა. იღუპება ადამიანის სული. ამიტომ თვეში ერთხელ მაინც მღვდელს უნდა აკურთხებინოთ თქვენი სახლი, თქვენი კარმიდამო.
ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა დაგიცვათ და დაგიფაროთ ხილული და უხილავი მტრებისაგან. ამინ!”- ნათქვამია პატრიარქის ქადაგებაში.


ნანახია: 170-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II მრევლს მოუწოდებს, დროის ფასი იცოდეს. დროის დაფასების მნიშვნელობაზე
უწმინდესის თქმით, სიმდიდრე თავისთავად არ არის ცოდვა, მაგრამ ის გამოყენებული უნდა იყოს ადამიანის ცხოვრებისთვის.
პატრიარქმა ისაუბრა მშობლის პატივისცემაზე და კიდევ ერთხელ გაიხსენა თავისი რჩევა, რომ შვილებმა ყოველდღიურად დალოცვა სთხოვონ და
ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას, წმინდა მეფე დავითის ცხოვრებაზე ისაუბრა.
უწმინდესმა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით დიდ აიაზმაში წყალი აკურთხა, შემდეგ
პატრიარქმა მრევლს მიმართა, რომ დღევანდელი კვირა არის ჯვრის თაყვანისცემის კვირა და უფალს შესთხოვა, ყველას შეაძლებინოს საკუთარი

ამინდი