Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის თოჯინების თეატრი 73-ე სეზონს 'ჩხიკვთა ქორწილით' გახსნის

თარიღი : 6-10-2019, 16:16 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ქუთაისის ი.გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრი მალე 73-ე სეზონს გახსნის. თეატრის რეაბილიტაცია თითქმის დასრულდა. თეატრის შემოქმედებითი გუნდი ქუთაისელი მაყურებლის წინაშე "ჩხიკვთა ქორწილით" წარსდგება. რეჟისორი ლევან გაბრიჭიძეა.

"რეაბილიტაცია ჯერ არ არის დასრულებული. ვწმინდავთ შენობას. ძირითადი სამუშაოები შესრულებულია, რაღაც პატარა დეტალებია დასასრულებელი, ამიტომ ზუსტ თარიღს ვერ გეუბნებით. სამხატვრო ხელმძღვანელმა უკვე დაიწყო მუშაობა "ჩხიკვთა ქორწილზე", რომელიც მალე დასრულდება. ყველაფერი გამზადებულია, უბრალოდ ვუცდით სარეპეტიციო ატმოსფეროს,"-აცხადებს თეატრის დირექტორი თეიმურაზ ბაღდავაძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის თოჯინების თეატრის სრული რეაბილიტაციისთვის 534 655 ლარი იყო გამოყოფილი. რეაბილიტაცია საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.

ცნობისთვის, თეატრს 1987 წლის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.


ნანახია: 469-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თოჯინების თეატრის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის მეორე კვარტალში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მხარდაჭერით, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის სრული
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონი თეატრისთვის საიუბილეოა.

ამინდი