Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის აეროპორტში მამაკაცი ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს

თარიღი : 6-10-2019, 13:39 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული გ.შ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში დააკავეს.

უწყების ცნობით, პოლიციამ, გ.შ.-ს პირადი ჩხრეკისას, საფრანგეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 262 აბი და 2 შეკვრად დაფასოებული ფხვნილი ნივთმტკიცებად ამოიღო, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.


ნანახია: 58-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში
შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
გამოძიებამ დაადგინა, რომ ზაზა ფ-მ თურქეთის რესპუბლიკაში შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, ხოლო მისი საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა

ამინდი