Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში პედაგოგთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

თარიღი : 6-10-2019, 11:28 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტში პედაგოგთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება, რომელიც მერიის მხარდაჭერით და კულტურის ცენტრის ორგანიზებით შედგა აკაკი წერეთლის სახელობის თეატრში გაიმართა.

საღამოს იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი ლალი კაპანაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

გუბერნატორის მოადგილემ, ქალაქის მერმა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსმა პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში გამოვლენილი წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვეს.

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ პედაგოგების ღვაწლზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება და პატივისცემა მათ მიმართ.

"მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს ჩვენ შევძელით პედაგოგებისთვის და მოსწავლეებისთვის უკეთესი პირობების შექმნა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 800000 ათასი ლარი დაიხარჯა, გაისად ეს თანხა მინიმუმ,გაორმაგდება,რადგან განათლება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ადგილობრივი ხელისუფლება ამ მიმართულებით კიდევ მეტს გააკეთებს,"-განაცხადა გივი მოდებაძემ.

ღონისძიებაში ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები იღებდნენ მონაწილეობას.


ნანახია: 112-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი