Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გვეგონა ზარალი გაცილებით მეტი გვექნებოდა, მაგრამ არც ისე მასშტაბური გამოდგა,'-სტიქიის მიერ ქუთაისისათვის მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია

თარიღი : 4-10-2019, 19:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობა ბოლომდე დათვლილი არ არის. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა, ჯონი არაბიძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, სტიქიის შედეგად განსაკუთრებით დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ასევე დიდია მოსახლეობისადმი მიყენებული ზარალი, ამდენად საბოლოო შედეგები ორშაბათისთვის იქნება ცნობილი.

"სამწუხაროდ, ერთი მუნიციპალიტეტიდან ( ქალაქმუზეუმიდან), რომელსაც სტიქიის დროს ყველაზე მეტად ჰქონდა შეტყობინებები და დაზარალებულთა რაოდენობა ძალიან დიდი იყო, ვერ მოვიპოვეთ სრული ინფორმაცია, რის გამოც კომისიამ დღეს მუშაობა ვერ დაასრულა. ორშაბათს საბოლოო ვარიანტს წარმოგვიდგენენ და გვეცოდინება საბოლოო მონაცემები. სიმართლე რომ გითხრათ, პირველად ეიფორიულ სიტუაციას რომ შევხედეთ, გვეგონა ზარალი გაცილებით მეტი გვექნებოდა, მაგრამ არც ისე მასშტაბური გამოდგა. არც ისე მძიმე სურათი მივიღეთ. თუმცა ზარალი რა თქმა უნდა არის და ამ ზარალს, როგორც ქონებრივ, ისე ინფრასტრუქტურულ ნაწილში, რა თქმა უნდა ავანაზღაურებთ, მოსახლეობას მაქსიმალურად გავუწევთ დახმარებას," -აცხადებს ჯონი არაბიძე.

შეგახსენებთ, რომ 28 სექტემბერს ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სავაჭრი ობიექტები დაიტბორა. ზარალს ამ დრომდე ითვლიან.


ნანახია: 174-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამტრედიის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღრიცხვა გრძელდება.
სტიქიამ ძირითადად მუნიციპალიტეტის სოფლების გზები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა.

ამინდი