'ლეიბორისტული პარტიის' რჩევა ქუთაისის მერს: გამოდი ნარცისიზმიდან

მოუწესრიგებელი მიწისქვეშა გადასასვლელები და მერიის შეუსრულებელი დაპირება _ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ირაკლი კიკვაძემ ბრიფინგი გამართა. იგი ჭავჭავაძის, ასათიანისა და ნიკეას კვეთაზე ( ე.წ სტეკლოტარა ) მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელთან მივიდა და აღნიშნულის უფუნქციობა გააპროტესტა.
მისი თქმით, მიწისქვეშა გადასასვლელები უკვე წლებია მოუწესრიგებელია, ანტისანიტარიის კერადაა გადაქცეული და მოქალაქეები გადასასვლელებით ვერ სარგებლობენ. კიკვაძე ამბობს, რომ მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-შენახვა თვითმმართველობამ თავის თავზე უნდა აიღოს.
"წინა კვირას მოვისმინეთ მერის განცხადებები, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები თითქმის დაუსრულებიათ და მხოლოდ ფასადები დარჩენიათ გასაკეთებელი. არა და ხედავთ რა მდგომარეობაა ე.წ სტეკლოტარაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელზე. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერი დაგვპირდა, 2018 წელს მოაწესრიგებდა გადასასვლელებს, დამონტაჟდებოდა სათვალთვალო კამერები და ტერიტორია კაპიტალურად გარემონტდებოდა, რაც მთავარია, უსაფრთხო იქნებოდა ქვეითებისთვის. მას შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა, ხედავთ რომ დღემდე მოუწესრიგებელია და ანტისანიტარიის კერადაა ქცეული. მოვუწოდებ თვითმმართველობას, მომავალი წლის ბიუჯეტში მაინც გაითვალისწინოს საკითხი და ერთხელ და სამუდამოდ დაადგეს საშველი გადასასვლელებს,"-ამბობს ირაკლი კიკვაძე.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ თემაზე კომენტარს დღეს ვერ გააკეთებენ.