Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა 2020 წლის დასაწყისში დასრულედება

თარიღი : 2-10-2019, 17:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყლისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება და 2020 წელს რეგიონებში არაერთი მასშტაბური და მცირე პროექტი იგეგმება,-ამის შესახებ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სათვის მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ინფორმაციის თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტი დაახლოებით 38 მილიონი ლარით იზრდება, რაც კომპანიის წინა წლის ბიუჯეტთან მიმართებაში 18%-ით მეტია.

"წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობა უკვე დასრულდა ურეკში და ობიექტები ექსპლუატაციაში ნოემბრიდან შევა. წელსვე დასრულდება ქუთაისის, ზუგდიდის, აბაშისა და ჯვარის მასშტაბური პროექტები, ხოლო 2020 წლის დასაწყისში - ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა.

მომავალ წელს წყალმომარაგების ახალი ქსელის მშენებლობა ასევე დასრულდება საჩხერის, გორის, კასპის და ქარელის გამყოფ ხაზთან მდებარე 27 სოფელში. ეს სამუშაოები მოსახლეობის 24-საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

2020 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება დაბა აგარის, ვალეს, სოფელ ანასეულის უბნის და გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის (მარტყოფი, ნორიო, ახალსოფელი, ვაზიანი, ახალი სამგორი) წყალმომარაგებაც.

გარდა ამისა, მოსახლეობისთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, პროექტები დაიწყება თელავის, ხაშურის, მარნეულისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში. 2020 წელს დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, 70 ათას აბონენტს 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 508-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ჭიათურაში წყალმომარაგების პრობლემებს გაერთიანებული
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 2016-2020 წლებში ქუთაისის წყალარინების სისტემის, მათ შორის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის
წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოებისათვის აზიის განვითარების ბანკმა 27 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.
დოკუმენტს ხელი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ვლადიმერ ლაზარიშვილმა და SMK Ulusal Insaat-ის

ამინდი