Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის პოლიციის უფროსმა და მისმა ორმა მოადგილემ მაღაროს მუშა სასტიკად სცემეს

თარიღი : 2-10-2019, 14:46 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურის პოლიციის უფროსმა ფილიმონ აბრამიშვილმა და მისმა ორმა მოადგილემ მაღაროს მუშა სასტიკად სცემეს. ნაცემი ზაზა ჩინჩალაძე, ძალის გამოყენებით პოლიციაში გადაიყვანეს.

ინციდენტი დაახლოებით ერთი საათის წინ, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის“ ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციის უფროსი ფილიმონ აბრამიშვილი, ორ მოადგილესთან ერთად, რომელთაგან ერთ-ერთი ლევან ჯაფარიძეა, საწარმოში მივიდა და რამდენიმე დღის წინ დაკარგული "ძრავის“ მოძებნას ითხოვდა. იგი მუშებს აიძულებდა, ეს დეტალი მისთვის სასწრაფოდ ეჩვენებინათ.

"მოვიდა პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე, უშვერი სიტყვებით გვლანძღავდნენ და გვაგინებდნენ. ზაზა ჩინჩალაძეს ეჯიკავებოდნენ, ბიჭი გულით ავადმყოფია. შეაგინეს, მერე იმანაც შეაგინა და უმოწყალოდ სცემეს. მერე მანქანაში ჩატენეს და წაიყვანეს განყოფილებაში. ჩვენ ვერ მივეკარეთ, ისეთი ამბავი იყო აქ“, - ამბობს "ჯორჯიან მანგანეზის“ ერთ-ერთი თანამშრომელი და თვითმხილველი.

თავად ლევან ჯაფარიძე აცხადებს, რომ მოქალაქე ზაზა ჩინჩალაძე დაკავებულია პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.

"არანაირ შეხლა-შემოხლას ადგილი არ ჰქონია, ცრუ ინფორმაცია მოგაწოდეს, წინააღმდეგობის გაწევის გამო არის დაკავებული“, - აცხადებს ლევან ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, მაღაროს მუშა ჭიათურის პოლიციის უფროსმა ფილიმონ აბრამიშვილმა, საკუთარ მოადგილეებთან ერთად, სასტიკად სცემა. ბადრი ჯარიძემ მაღაროს მუშები სასტიკად სცემეს. ერთ-ერთი მათგანი ზაზა ჩინჩალაძე ძალის გამოყენებით პოლიციაში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, სამართალდამცველები ჭიათურაში, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“-მადნის გადამამუშავებელი ქარხნის ე.წ. „ცდფ“-ის ტერიტორიაზე მომხდარი ელექტროძრავების ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებდნენ, რა დროსაც ამავე კომპანიის თანამშრომელმა - ზ.ჩ.-მ მათ სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა. აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას დაეცვა წესრიგი, რის გამოც იგი ადმინისტრაციული წესით ადგილზე დააკავეს.

დაკავებული ზ.ჩ. სასამართლოში არის გადაყვანილი.

გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის173-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.

2020news.ge


ნანახია: 469-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უბედური შემთხვევა მოხდა ჭიათურის შუქრუთის მაღაროში.
ოჯახის წევრების თქმით, 38 წლის მამაკაცს მაშინ, როცა ის მეგობრებთან ერთად იყო, თავს სამართალდამცველები დაესხნენ და უმოწყალოდ
მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
ყაჩაღობის დროს, ნიღბიანებმა ერთი პირი სასტიკად სცემეს, მეორეს კი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

ამინდი